საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს უმასპინძლეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში