ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე - ეს გარიგება თავიდან ეროვნულმა ბანკმა „მოკლა“, რადგან არ მოეწონა, ჩინური რაღაცები, რაც შემოდიოდა, ბოლომდე ვერ გაერკვა, ვინ იდგა ამის უკან - ახლა, ალბათ, ბედნიერია, რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში

ეს გარიგება თავიდან რომ „მოკვდა“, „მოკლა“ ეროვნულმა ბანკმა. მიზეზი იყო, რომ არ მოეწონა, ჩინური რაღაცები რაც შემოდიოდა, რა დოკუმენტაცია იყო, ვინ იყო, ბოლომდე ვერ გაერკვა ამის უკან ვინ იდგა და ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გვითხრა არა, არ მოგცემთ უფლებასო - ბოლო-ბოლო მიგვიყვანეს და სწორად გაგვაკეთებინეს და ახლა, ალბათ, ბედნიერია, რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის შესახებ განაცხადა.

კითხვაზე, ნიშნავს, თუ არა „ლიბერთი ბანკის“ „ბაზის ბანკისთვის“ მიყიდვა ჩინური კაპიტალისთვის მწვანე შუქის ანთებას, რუხაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ქვეყნის კაპიტალისთვის მწვანე შუქი ანთებულია, მაგრამ ქვეყანაში არა მხოლოდ დასავლური, არამედ არც ჩინური და არც ამერიკული კაპიტალი არ შემოდის.

„რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მე მესმის პოლიტიკაში რა ხდება და არ მესმის, რამე თუ არ მესმოდა, „იმედში“ მივდიოდი ხოლმე და „იმედს“ ვეკითხებოდი, რა ხდება ამიხსენი-თქო და ახლა ეს „იმედიც“ აღარ არის ჩემთვის, რომ ვკითხო. ამიტომ, მე არ ვიცი ზუსტად რა იყო, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, ჩემი გადმოსახედიდან რას ვხედავდი, ვხედავდი, რომ ეს გარიგება თავიდან რომ „მოკვდა“, „მოკლა“ ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ ორი ინტერაქცია გვქონდა, რაღაცაზე მოვილაპარაკეთ და ეროვნულმა ბანკმა „მოკლა“ გარიგება, თქვა რომ არაო, არ მოგცემ უფლებასო, უთხრა „ბაზის ბანკს“, არ წავალ ღრმად რა მოხდა და რა იყო. ეროვნულ ბანკს უნდა უნდოდეს, რომ ეს გარიგება მომხდარიყო. საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, შენ უნდა გინდოდეს, რომ იყოს ბანკი, რომელსაც აქვს ბაზრის არა 5-6%, არამედ 10-12%, რომ იმ ორ ბანკს კარგად შეეჯიბროს. შენ თუ დივერსიფიკაცია გჭირდება და გჭირდება კიდეც საბანკო სფეროში, ეს გარიგება უნდა გინდოდეს. სხვა არის ჩინელია, აზერბაიჯანელია, მოზამბიკელი თუ ამერიკელი, მაგრამ ეს გარიგება შენ უნდა გინდოდეს. ეროვნულ ბანკს უნდოდა და სწორი იყო რომ უნდოდა, მაგრამ „მოკლა“, მიზეზი იყო, რომ არ მოეწონა ჩინური რაღაცები, რაც შემოდიოდა, რა დოკუმენტაცია იყო, ვინ იყო, ბოლომდე ვერ გაერკვა ამის უკან ვინ იდგა და ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გვითხრა არაო, არ მოგცემთ უფლებასო და ეს ისე გაიწელა, რომ მერე, რაღაც მომენტის შემდეგ, მე ვთქვი, რომ არ მაინტერესებ- მეთქი, იმიტომ, რომ მე მოველაპარაკე 2024 წლის 31 დეკემბრის შედეგების მიხედვით ფასზე და უკვე 2025 წლის სექტემბერი იყო და კიდევ არ ვიცოდი და ვთქვი, რომ მე აღარ მაწყობს- მეთქი, იმიტომ, რომ ბანკი იზრდება და ის ფასი აღარ მაწყობს -მეთქი და გამოვედი მე, მაგრამ მე გამოვედი იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა „გაჭედა“ და სწორად „გაჭედა“. იქაც სწორად მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უნდა და უნდოდა და ახლა, ალბათ, ბედნიერია, რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში. ახლა ამის უკან 5 მოხუცი წვერებიანი კაცი დაჯდა თუ არა და რაღაცაზე მოილაპარაკა, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია. მე ეჭვი მაქვს, რომ ნათია თურნავამ და თავისმა „სტაფმა“ „გაჭედა“ და სწორადაც. ბოლო-ბოლო მიგვიყვანეს და სწორად გაგვაკეთებინეს, ოღონდ ამასობაში ფასი შეიცვალა, იმიტომ, რომ წელიწად ნახევარი გავიდა ამის შემდეგ. მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა მწვანე შუქის ანთებას ჩინური კაპიტალისთვის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე არ ჰქონია მწვანე შუქი რომელიმე კაპიტალს ამ ქვეყანაში. კაპიტალი არ შემოდის, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ უშვებენ. ჩინური კაპიტალი არ შემოსულა 2012 წლის შემდეგ, „ბაზისის“ გარიგება იყო, მე მგონი, პირველი და უკანასკნელი. ვიღაცები მეუბნებიან, გზას ხომ აშენებენო და გზას აშენებენ ჩვენი ფულით, ტენდერის ფულით. მწვანე ანთებული უნდა ჰქონდეს ჩინურსაც, ამერიკულსაც და არასანქცირებულ რუსულსაც. ყველაზე საოცრება ის არის, რომ არც რუსული კაპიტალი არ შემოდის, მარტო დასავლური და ჩინური კი არა, რუსულიც არ შემოდის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაც და შესაძლებლობაც ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“- განაცხადა რუხაძემ საშა კაცმანის პოდკასტში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის