რომის პაპი - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ  და სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმებით

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე ხაზს უსვამს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე, იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან.

„დღეს ჩვენ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმებით“,- განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ.

პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ახსოვდეთ ჟურნალისტები და რეპორტიორები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სიმართლის ძიებას, განსაკუთრებით კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში.

„გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში