აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ექვსი  ირანული კატარღა გაანადგურეს და ჩამოაგდეს თეირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები და დრონები

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ექვსი ირანული კატარღა გაანადგურეს და თეირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს.

„"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა, დრონი და მცირე ზომის კატარღა გაუშვა იმ გემების მიმართულებით, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. თავდაცვითი საბრძოლო შეიარაღების გამოყენებით ყველა ეს საფრთხე გავანადგურეთ“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.

კუპერმა ირანის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისგან თავი შორს დაიჭირონ.

„ადგილზე მყოფ სამხედრო მეთაურებს საჭირო უფლებამოსილება აქვთ, რომ თავიანთი დანაყოფები და კომერციული მიმოსვლა დაიცვან“, - აღნიშნა კუპერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!