ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით საზღვაო ნავიგაციას საფრთხე ექმნება

ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით საზღვაო ნავიგაციას საფრთხე ექმნება

აშშ-ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით საზღვაო ნავიგაციას საფრთხე ექმნება, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს.

ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, „ჰორმუზის სრუტის ახალი მოცემულობა გამყარების პროცესშია“.

ღალიბაფმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

„კარგად ვიცით, რომ სტატუს - კვოს გაგრძელება ამერიკისთვის მიუღებელია, მაშინ, როცა ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.