ბადრი ჯაფარიძე - 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით - კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს

ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის. 20-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ. ცხადია, ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდეს. აუცილებელია არ დავუშვათ საზოგადოებაში გაღრმავება დაპირისპირების, რომელიც სამწუხაროდ, სახეზეა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეებს შორის იყოს დიალოგი და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ. რაც მთავარია, ჩვენი დასავლელი მეგობრები უნდა იყვნენ ძალიან ჩართულები. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი, ამაზე გვქონდა საუბარი",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან დაადასტურა, რომ ასევე, ბრიტანეთის ელჩს შეხვდა.

„ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გაზრდა და რა როლი შეიძლება ითამაშოს გაერთიანებულმა სამეფომ ამ მიმართულებით",-განაცხადა ჯაფარიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ