ერევანში 4-6 მაისს გამართული სამიტების შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
- ბატონო სტეპან, 4-5 მაიასს ერევანში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი და სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი.
როგორია ერევანში გამართული სამიტების შედეგები და თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ჰქონდა მას სომხეთისათვის?
- სინამდვილეში, ერევანში სამი დიდი ღონისძიება გაიმართა - ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი, სომხეთ-ევროკავშირის სამიტი და ერევან-დიალოგი, რომლის ფორუმზე გამოვიდნენ პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერი ფაშინიანი.
უპირველესად უნდა ითქვას, რომ ერევანში 4-5 მაისს გამართული სამიტებში მონაწილეობა მიიღეს 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ერთროულად ერევანში იყვნენ ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები, ევროპული ქვეყნების უმაღლესი დონის წარმომადგენლები, თავად ფაქტი იმისა რომ ერევანი ამდენი ქვეყნის წარმომადგენლებს მასპიძლობდა მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ.
თუ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ერევანში იყო ჩამოსული დაახლოებით 10 ქვეყნის ხელმძღვანელი, ახლა ერევანმა 50 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ პირებს უმასპინძლა.
ერევანში გამართული სამიტის ფარგლებში სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელი მოაწერა საფრანგეთთან, ხორვატიასთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან და დიდ ბრიტანეთთან. სომხეთ-ევროკავშირის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს იმაზე რომ სომხეთი აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რომ სომხეთმა მიიღოს ევროპული ვიზალიბერალიზაცია, განავითაროს სომხეთის ენერგეტიკა, ითანამშრომლოს ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება ჰიბრიდულ გამოწვევებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ეს ეხება მხარეებს შორის ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროებში თანამშრომლობას.
სომხეთს ევროკავშირთან ისედაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა მხარეებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. რაც ითვალისწინებს ასევე კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობას. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს „ტრამპის გზის“ პროექტს. ყველა ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს სომხეთის მოძრაობას ევროკავშირის მიმართულებით.
ერევანში გამართული სამიტის ფარგლებში სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელი მოაწერა საფრანგეთთან, ხორვატიასთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან და დიდ ბრიტანეთთან. სომხეთ-ევროკავშირის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს იმაზე რომ სომხეთი აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რომ სომხეთმა მიიღოს ევროპული ვიზალიბერალიზაცია, განავითაროს სომხეთის ენერგეტიკა, ითანამშრომლოს ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება ჰიბრიდულ გამოწვევებს... ყველა ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს სომხეთის მოძრაობას ევროკავშირის მიმართულებით
ჩემი აზრით, სამიტის კარგი შედეგი გახლდათ ის, რომ მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც ერევანში შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.
ამ სამიტის ასევე კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ერევანში ჩამოსვლა და სამიტში მონაწილეობა. ფაქტია რომ ზელენსკის ერევანში ჩასვლამ ძალიან გააღიზიანა რუსეთი. ესეც გასაგებია, რადგან სომხეთი დსთ-ს ფარგლებში ოდბკ-ს წევრად რჩება. არ მიკვირს რომ მოსკოვში ამ ფაქტებს მტკივნეულად აღიქვამენ.
ამ სამიტის კიდევ ერთ შედეგად უნდა იქნას მიჩნეული სვეტლანა ტიხონოვსკაიას ერევნის სამიტებში მონაწილეობა. იგი ბელორუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი იყო. აქვე ვიტყვი რომ სამიტის სხვა მონაწილეების გარდა მეც მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა და უნდა ვთქვა რომ მასთან საუბარი ძალინ საინტერესო იყო.
ვიცი რომ ტიხანოვსაკიას ერევანში ვიზიტს ოფიციალური მინსკი გამოეხმაურა...
- დიახ, ეს ვნახე, პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო - ვის სჭირდება სომხეთი? როგორც კი მაკრონს საფრანგეთში გადაირჩევენ, საფრანგეთში სომხეთი აღარავის არ ემახსოვრება...
- ამაზე მაქვს პასუხი - საფრანგეთის ნებისმიერ შემდეგ პრეზიდენტს ისეთივე დამოკიდებულება ექნება სომხეთის მიმართ, როგორც პრეზიდენტ მაკრონს აქვს.
ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტ მაკრონს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში სომხეთის მიმართ დამოკიდებულება როგორი მხარდამჭერი აქვს და პოზიტიურია.
აქვე დავამატებ - ტიხანოვსკაიას ერევანში მიწვევაზე ბელორუსმა გააპროტესტა, მაგრამ, მათ მყისიერად უპასუხა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე სიმონიანმა - „ჩვენ არ დავუშვებთ რომ სომხეთი გადაიქცეს გუბერნიად, ასევე არ დავუშვებთ რომ რუსეთი ისევე მართავდეს სომხეთს, როგორც ბელორუსს მართავს.“ სხვათა შორის, სპიკერ სიმონიანის ეს განცხადებაც გააპროტესტა ბელორუსმა.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის რომ ერევნის სამიტებში მონაწილეობა მიიღო კანადის პრემიერმა კარნიმ. კანადა ევროპული ქვეყანა არაა, მაგრამ, კანადა პატივს სცემს სომხეთს და მან მონაწილეობა მიიღო სომხეთ-ევროკავშირის სამიტში. ერევანში ჩატარებული ევროპული თანამეგობრობის სამიტი რიგით მერვე იყო, მაგრამ, მასში მონაწილეობა პირველად მიიღო კანადამ.
- სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს უნდა გაიმართოს. პრემიერ ფაშინიანის მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად დაასახელა ნიკოლ ფაშიანიანი.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება საზოგადოების განწყობაზე 4-5 მაისს ერევანში ჩატარებული სამიტი და მისი შედეგები?
- სომხეთის პროპუსული ოპოზიცია ამბობს, რომ ერევანში ჩატარებული სამიტები მიზნად ისახავდა არჩევნების წინ ფაშინიანის მხარდაჭერას.
ამ თემაზე ასე ვიტყვი - დიახ, 4-5 მაისს ჩატარებული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა ცივილიზებული ქვეყნების ამდენმა წარმომადგენელმა მიიღო, ემსახურებოდა ფაშინიანის მხარდაჭერას.
აბა ევროპას ვინსთვის უნდა დაეჭირა მხარი? დიახ, ევროპას მხარი უნდა დაეჭირა იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელსაც სურს ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რომელსაც სურს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება. ფაშინიანის პარტიამ 2024 წლის მარტში პარლამენტში მხარი დაუჭირა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დიახ, ეს სამიტები იყო ფაშინისნის გუნდის მხარდაჭერა ევროპელების მხრიდან.
აბა ევროპას ვინსთვის უნდა დაეჭირა მხარი? დიახ, ევროპას მხარი უნდა დაეჭირა იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელსაც სურს ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რომელსაც სურს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება. ფაშინიანის პარტიამ 2024 წლის მარტში პარლამენტში მხარი დაუჭირა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას
პრორუსული ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა. ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომლებსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა.
ჩემი აზრით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანს დიდი მხარდაჭერა ექნება საზოგადოების მხრიდან. ოფიციალურად, სომხეთში საარჩევნო კამპანია 8 მაისს დაიწყება და ვფიქრობ, რომ ფაშინიანს ხალხი მხარს დაუჭერს. ფაშინიანთან შეხვედრაზე პუტინი მისგან ღიად ითხოვნა იმას რომ სომხეთის არჩევნებში მონაწილეობა რუსეთში მცხოვრებ სომხებს მიეღოთ.
უნდა გვესმოდეს რომ სომხეთში თავისი ინტერესები რუსეთის გარდა ევროპასაც აქვს და ამერიკასაც. სხვა საქმეა ვინ რას აკეთებს სომეხი ხალხის მხარდასაჭერად. ყველა შემთხევაში სომხეთის ხელისუფლება სომეხმა ხალმა უნდა აირჩიოს.
რაც შეეხება იმას, როგორ აღიქვა 4-6 მაისს ჩატარებული სამიტი ერევანში სომხემა ხალხმა, ჩვენ ამას არჩევნებზე გავიგებთ. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებამ პოზიციურად მიიჩნია ის, რაც 4-5 მაისის დღეებში სომხეთში ხდებოდა.
ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებამ პოზიციურად მიიჩნია ის, რაც 4-5 მაისის დღეებში სომხეთში ხდებოდა
აუცილებლად უნდა მეთქვა და ახლა გამახსენდა. სამიტში მონაწილეობის მისაღებად ერევანში ჩამოვიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ონ ლაინ რეჟიმში მიესალმა სამიტს. ეს ნიშნავს იმას რომ სომხეთი აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ერევანში ვიზიტად იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტი გიული, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში პირველად იმყოფებოდა.
- ბევრი თვლის რომ ევროპელი ლიდერების ერევანში ჩასვლით, ევროპამ ანახა რომ სომხეთში ამერიკის კონკურენტი ევროკავშირია.
ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ევროპა კარგა ხანია არაფერს ეკითხება ამერიკას, მათ შორის არც უკრაინის საკითხში. არადა, „ტრამპის გზის“ ინიციატორი სწორედ ამერიკა და აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია.
თქვენც ფიქრობთ რომ ევროპა და ამერიკა სომხეთში ერთმანეთის კონკურენტები არიან?
- დიახ, „ტრამპის გზა“ ამერიკული პროექტია. ამ თემაზე ევროპელებმა საკმაოდ მკაფიოდ თქვეს, ვგულისხმობ სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის პრეზიდენტის ურსულა ფორ დერ ლაინის გამოსვლას, რომელიც ევროკომისიას ხელმძღანელობს.
მან კი ამ თემაზე თქვა - „ევროკავშირის მზადაა ხელი შეუწყოს „ტარმპის გზის“ რეალიზაციას. „ტრამპის გზის“ საკითხში ევროპასა და ამერიკას არანაირი წინააღმდეგობები არ აქვთ.
„ევროკავშირის მზადაა ხელი შეუწყოს „ტარმპის გზის“ რეალიზაციას. „ტრამპის გზის“ საკითხში ევროპასა და ამერიკას არანაირი წინააღმდეგობები არ აქვთ
აქვე დავამატებ, ევროკავშირის დოკუმენტებშიც არის საუბარი იმაზე რომ ევროკავშირი მხარს უჭერს „ტრამპის გზის“ მშენებლობას.
- რაც შეეხება კობახიძე-ზელენსკის ერევანში შეხვედრას. ჩვენთან ბევრი თვლის რომ პრემიერ კობახიძის ვიზიტი ერევანში იყო ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი.
ის რომ ამ სამიტში საქართველოს დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, თავის თავად დადებითი ფაქტია, და ის კრახად ვერ შეფასდება. თქვენ როგორ შეაფასებდით ერევანში კობახიძე-ზელენსკის შეხვედრას?
- მე ერევნის სამიტში პრემიერ კობახიძის მონაწილეობას აღვიქვამ როგორც მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანლის მონაწილეობას. მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ კობახიძესა და ფაშიანინს შორის შედგა მოლაპარაკებები. ასევე მნიშვნელოვანია რომ სწორედ ერევანში შედგა ზელენსკი-კობახიძის შეხვედრა.
ევროპისთვის, ისევე როგორც სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ახალ დინამიკას შეიძენს.
- ბატონო სტეპან, გვერდს ვერ ავუვლით კიდევ ერთ თემას. კერძოდ, იმას თუ რა რეაქცია ჰქონდა 4-5 მაისის ღონისძიებებზე ფაშინიანის ხელისუფლების ოპოზიციას?
- ფაშინიანის ხელისუფლებას სომხეთში ოპოზიციად ჰყავს პრორუსული ძალები, რომლის უკან დგანან სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე მდიდარი სომეხი ოლიგარქი, სამველ კარაპეტიანი.
ჩვენ მათგვან გვესმის ასეთი ბრალდებები - რა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, გაუგებარია. ამ თემაზე საუბრებით ხალხს ატყუებენ. მათ გასაგონადაც ვამბობ - სოხეთში არავინ არავის არ ატყუებს.
ამ სამიტებზე არც ერთ ევროპელს არ უთქვამს რომ სომხეთი მალე გახდება ევროკავშირის წევრი. მათ ასეთი დაპირებაც არ გაუჯღერებიათ. ჩვენ, ვინც სომხეთში სომხეთის ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ვართ, ასევე ვართ რეალისტები.
სომხეთში კრემლის ნარატივების ტირაჟირება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - ხელი შეეშალოს სომხეთს იმოძრაოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს გზა იქნება რთული, მაგრამ, თუ გვინდა რომ სომხეთი ევროპული დემოკრატიის ქვეყნად იქცეს, სომხეთმა ეს გზა უნდა გაიაროს
ჩვენ ვიცით, რომ სომხეთი ევროპულ სტანდარტებს არ შეესამამება. უკეთეს შემთხვევაში სომხეთში ევროპული სტანდარტები 10-15 წელში ექნება. ამიტომ, არც არავის არ ვატყუებთ. ხელისუფლებამ და მათაც, ვინც სომხეთის ევროინტეგრაციის მომხრეა, იციან, რომ ეს ხვალ არ იქნება. მთვარია, რომ სომხეთში გრძელდება რეფორმები და ქვეყანა ამ მიმართულებით მოძრაობს.
ოპოზიციის ბრალდებები და ნარატივები რომ შეუძლებელია სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. სომხეთში კრემლის ნარატივების ტირაჟირება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - ხელი შეეშალოს სომხეთს იმოძრაოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს გზა იქნება რთული, მაგრამ, თუ გვინდა რომ სომხეთი ევროპული დემოკრატიის ქვეყნად იქცეს, სომხეთმა ეს გზა უნდა გაიაროს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი