ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო და სტაბილური გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნება

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება, - Sky News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაშია აღნიშნული.

„აგრესორის საფრთხეების ნეიტრალიზებითა და ახალი პროტოკოლების შემუშავებით, ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო და სტაბილური გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მადლობას უხდის სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის კაპიტნებსა და გემთმფლობელებს „ჰორმუზის სრუტის რეგულაციების დაცვისა და რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას ისახავს მიზნად, მცირე დროით შეჩერდება. ტრამპის განმარტებით, ირანთან მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!