დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება.

„როდესაც უყურებთ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვაკეთებთ: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ [ირანს] ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა ამას ხვდება. მათ ესმით, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორია. ეს სწრაფად დასრულდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს.

„მათ შეთანხმების დადება სურთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და სრულიად შესაძლებელია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!