ნიკა გვარამია - აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრის წინ, მოძალადე პოლიციელების დაჭერის დაანონსება, ბიძინას მხრიდან დასავლეთთან გადატვირთვის და თვითგადარჩენის მკაფიო მცდელობაა - ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც გამორიცხული არაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის წინ, გენპროკურორის მიერ მოძალადე პოლიციელების დაჭერის დაანონსება, ბიძინას მხრიდან დასავლეთთან გადატვირთვის და თვითგადარჩენის მკაფიო მცდელობაა, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის დაკავებას.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, პროცესები შესაძლოა უფრო შორსაც წავიდეს და საჭიროების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც არ იყოს გამორიცხული.

მისივე თქმით, შესაძლო სცენარად ასევე განიხილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება, პარლამენტის დათხოვნის ფორმალური საფუძვლის შექმნა და გარკვეული პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც.

„ხვალ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის წინ, გენპროკურორის მიერ მოძალადე პოლიციელების დაჭერის დაანონსება, ბიძინას მხრიდან დასავლეთთან გადატვირთვის და თვითგადარჩენის მკაფიო მცდელობაა. ამის ნიშნები ერევანშიც იყო, ცხადია. საჭირო თუ გახდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც გამორიცხული არაა - ისედაც მოსახსნელად გამზადებული კობახიძის მოხსნის და პარლამენტის დათხოვნის ფორმალური საფუძვლის შექმნით. პოლიტპატიმრების ნაწილის გათავისუფლებაც, მაღალი ალბათობით, მოხდება.

აი ზუსტად აქაა ჩემთვის ალიანსის პოზიცია გადამწყვეტი და ზუსტად ამიტომ მიმაჩნია ალიანსის შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად, და არა მიტინგების ორგანიზებისთვის, ურთიერთსიყვარულისთვის თუ ერთიანი სიებისთვის:

ნამდვილი არჩევნები თუ ბიძინას არჩევნები? ბიძინას სათავისოდ "გადატვირთვის" ინტერესი თუ ნამდვილი ცვლილებების ინტერესი? საქართველო უბიძინოდ თუ საქართველო ბიძინასთან მებრძოლი წარუმატებლობისთვის განწირული ოპოზიციით, ფეიკრეალობა და "დალაგება" ივანიშვილთან, თუ რეალური დემოკრატია და ქვეყნის დასავლური მომავალი?“,- წერს გვარამია.

ამასთან, გვარმაია აცხადებს, რომ დადგა დრო პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის და დასძენს, რომ "დილით არჩევნებზე მოდი და საღამოს მიტინგზე", - არ გამოვა.

„მკაფიოდ და უსწრაფესად ცხადი ხდება, რომ უპირობო სისწორისაა შემდეგი განტოლებები:

თანხმდები ბიძინას წესებით ჩატარებულ არჩევნებს = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს, არყევ ანტიბიძინა ცენტრს და გაერთიანებას, რომელიც ერთიანი მყარი პოზიციით დაელაპარაკება ყველას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ (როგორიც, ჩემი აზრით, ალიანსია) = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს, ხელს უშლი 26 მაისის აქციას (პირდაპირ თუ ირიბად) = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს.

ეს ეხება: ალიანსის შიგნით თუ გარეთ მყოფ პარტიებს და პერსონებს, პოლიტიკაში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ პერსონებს, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ პერსონებს, თავისუფლებაზე თუ ტყვეობაში მყოფ პერსონებს, ხელახლა დასაჭერად გამზადებულ თუ გაუმზადებელ პერსონებს, ასაკრძალად გამზადებულ თუ არგამზადებულ პარტიებსა თუ პერსონებს, ქოცების მიერ დრაკონული კანონებით შევიწროებულ ორგანიზაციებსა თუ პერსონებს და ეს ეხებათ მედიებსაც და მათ სარედაქციო პოზიციას.

პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის დრო მოვიდა. ბუნდოვანი ტექსტები - არ გამოვა, ერთიც და მეორეც - არ გამოვა, "დილით არჩევნებზე მოდი და საღამოს მიტინგზე" - არ გამოვა, "რა ვქნა, სხვანაირად დაფინანსება არ მექნება" - არ გამოვა, "ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა, ქოცის შემოგდებული ნარატივია" - არ გამოვა.

ყველამ გადაწყვიტოს და მკაფიოდ თქვას, რა და რატომ გადაწყვიტა.

დანარჩენი გადაწყვიტოს ხალხმა 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე! მოვიდეთ ბევრნი და კენჭი ვუყაროთ ამ ეპოქის შესაძლოა ერთერთ მთავარ გადაწყვეტილებას: რას ვაკეთებთ და საით მივდივართ“,- წერს გვარამია.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი