ერევანში 4-5 მაისს გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შედეგებზე, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, ერევანში 4 და 5 მაისს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 და ევროპული გაერთიანებისა და სომხეთს შორის პირველი სამიტი გაიმართა.
ერევანს ევროპელი ლიდერების გარდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერები სტუმრობდნენ. ერევანში გამართული ევროპული სამი იმაზე მიანიშნებს რომ ევროპის კონტინენტზე და ჩვენს სამეზობლოში ტექტონიკური ძვრები ხდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შედეგებს? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს იგი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის?
- ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა, ზოგი მას გაერთიანებას უწოდებს, დაარსდა იმისთვის რომ ევროპის ტერიტორიაზე მოხდეს შეთანხმებული მოქმედება ქვეყნების უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად.
ამ გაერთიანების გაჩენა შედეგია იმის რომ რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში აგრესიული ომი დაიწყო. ეს გაერთიანებაც 2022 წელს დაარსდა და მისი დაფუძნების ინიციატივა გააჟღერა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა. მას შემდეგ რამდენიმე სამიტი ჩატარდა. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება რომ მისი სამიტები წელიწადში ორჯერ ჩატარდეს. მათ შორის ერთხელ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ხოლო მეორეჯერ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში.
ერევანმა წარადგინა მოთხოვნა რომ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი სომხეთში ჩატარებულიყო. ჩემი აზრით, სომხეთს იმიტომ გაუწიეს ანგარიში რომ ბოლო ხანებში სომხეთი აქტიურად მოძრაობს ევროკავშირის მიმართულებით. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა აშკარად გაზრდილია. ევროსტრუქტურებს აქ საქართველოს იმედი აღარ აქვთ.
ერევანმა წარადგინა მოთხოვნა რომ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი სომხეთში ჩატარებულიყო. ჩემი აზრით, სომხეთს იმიტომ გაუწიეს ანგარიში რომ ბოლო ხანებში სომხეთი აქტიურად მოძრაობს ევროკავშირის მიმართულებით. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა აშკარად გაზრდილია. ევროსტრუქტურებს აქ საქართველოს იმედი აღარ აქვთ
საქართველოში რუსული გავლენების შეჩერების თემა მნიშვნელოვანია, რადგან ევროპა-აზიის დერეფნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა დიდია და მის კონტროლზე პრეტენზიას რუსეთი აცხადებს. ეს სამიტი იმის ნიშანიც უნდა იყოს რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში მეტ დასაყრდენებს ეძებს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში არის სომხეთი, რომელიც თანმიმდევრულად მიჰყვება თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იდეას. იგი რეგიონში თამაშობს პოზიტიურ როლს ევროკავშირის პოზიციების გაძლიერების საქმეში.
საქართველოში რუსული გავლენების შეჩერების თემა მნიშვნელოვანია, რადგან ევროპა-აზიის დერეფნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა დიდია და მის კონტროლზე პრეტენზიას რუსეთი აცხადებს. ეს სამიტი იმის ნიშანიც უნდა იყოს რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში მეტ დასაყრდენებს ეძებს
აქვე უნდა ითქვას, რომ სომხეთს აზერბაიჯანმაც დაუჭირა მხარი. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი პრაქტიკულად, და დიდწილად მოგვარებულია. ამისთვისაც ხაზგასასმელად ევროპელებმა გადაწყვიტეს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ერევანში ჩატარება.
- რჩება შთაბეჭდილება რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის თუ ვინ გააკონტროლებს სამხრეთ კავკასიაზე გამავალ დერეფანს.
მას ადრე „საქართველოს დერეფანს“ უწოდებდნენ, მაგრამ მაშ შემდეგ, რაც ზანგეზურის კორიდორის იდეა გაჩნდა, რომელსაც ახლა „ტრამპის გზასაც“ უწოდებენ, საქართველოზე გამავალმა კორიდორომა თითქოს აქტუალობა დაკარგა, მაგრამ, ფაქტია, რომ იგი ყველა შემთხვევაში ყოველთვის აქტუალური იქნება ბევრი მიზეზის გამო.
საქართველოს დელეგაციამ ერევნის სამიტში მონაწილეობა კი მიიღო, მაგრამ ქართული მხრიდან მნიშვნელოვანი ინიციატივები არ მოგვისმენია.
თქვენი დაკვირვებით, თუ ვინ გააკონტროლებს საქართველოზე გამავალ კორიდორს, ევროკავშირისთვის კვლავ აქტუალურია თემაა?
- საქართველო ამ თვალსაზრისით პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. იმედია ასე დარჩება, მაგრამ, ახლა ყველა ძალისხმევა არის მიმართული იმისკენ რომ სომხეთზე გამავალი დერეფანი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს.
ევროკავშირის ზოგი ქვეყანა სომხურ კორიდორში ევროკავშირისთვის ხედავს მეტ გარანტიებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყანას საქართველო აღარ მიაჩნიათ სტაბილურ ქვეყნად, რადგან იგი არაა დაცული აგრესიისგან და რუსული გავლენებისგან. არ არიან დარწმუნებული რომ საქართველოზე ფსონის დადება შედეგიანი იქნება. და ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად. ამიტომაცაა რომ ახლა მეტი ყურადდღება სომხეთს ექცევა და არა საქართველოს.
მაგრამ, საქართველოს გამორიცხვა ამ პროცესიდან შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ზანგეზურის კორიდორის მშენებლობა არ დასრულდება. შესაძლოა მერეც ასე იყოს. ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან ბოლომდე არ გაწყვიტონ ურთიერთობები და შეინარჩუნონ ის აუცილებელი ურთიერთობები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დერეფნის ფუნქციონერებისთვის.
საქართველოს გამორიცხვა ამ პროცესიდან შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ზანგეზურის კორიდორის მშენებლობა არ დასრულდება. შესაძლოა მერეც ასე იყოს. ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან ბოლომდე არ გაწყვიტონ ურთიერთობები და შეინარჩუნონ ის აუცილებელი ურთიერთობები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დერეფნის ფუნქციონერებისთვის
- პრემიერი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მნისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდნენ ევროპელ ლიდერებს, რომლებსაც სახელისუფლებო პროპაგანდა და თავად პირველი პირებიც ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირს.
მეტიც, ამ მხრივ მათი რიტორიკა ერთი ერთში იმეორებს ევროკავშირისადმი კრემლის ანტიდასავლურ და ანტიევროპულ გზავნილებს. ამ თვალსაზრისით, ქართული დელეგაციისთვის ერევანში ყოფნა უხერხულიც კი უნდა ყოფილიყო.
ახლა ბევრი იმასაც ამბობს რომ ერევანში გამართულმა სამიტმა აჩვენა რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას კრახი აქვს განცდილი და იგი გარკვეულ ჩიხშია. თქვენც ასე დაინახეთ ეს პროცესი?
- გააჩნია რა მიზნები აქვს „ქართულ ოცნებას“? მმართველი გუნდის მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და თან ამავე დროს არ მოხდეს ევროპისგან ქვეყნის სრული იზოლაცია. საქართველოს ხელისუფლება იტოვებს იმ ნიშას, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს. ანუ, უნდა დერეფანში მონაწილეობა და ევროკავშირისაგან ეკონომიკური პროექტების მიღება.
აქედან გამომდინარე, ერევანში მომხდარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრახს ვერ დავარქმევდი, მაგრამ, ის რაც ჩვენს ირგვლივ ხდება ევროპისთვის მთლიანად მიმზიდველი რომ არაა, ცხადია. ეს დაახლოებით შუა აზიური ქვეყნის ამბიციას ჰგავს, რომლებსაც ევროპაში სრულად ინტეგრირება არ უნდა, კმაყოფილდებიან იმით რომ მათ ევროკავშირთან ურთიერთობა აქვთ იმის გამო რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი სატრანზიტო შესაძლებლობები.
ერევანში მომხდარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრახს ვერ დავარქმევდი, მაგრამ, ის რაც ჩვენს ირგვლივ ხდება ევროპისთვის მთლიანად მიმზიდველი რომ არაა, ცხადია. ეს დაახლოებით შუა აზიური ქვეყნის ამბიციას ჰგავს, რომლებსაც ევროპაში სრულად ინტეგრირება არ უნდა, კმაყოფილდებიან იმით რომ მათ ევროკავშირთან ურთიერთობა აქვთ იმის გამო რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი სატრანზიტო შესაძლებლობები
სამწუხაროდ, საქართველო ისე იქცევა, როგორც შუა აზიური სახელმწიფოები, რომლებიც ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების იქეთ არ და ვერ მიდიან მათში ჩამოყალიბებული კულტურის გამო და ასევე მათთან არსებული პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე.
ის რაც ერევანში მოხდა, მე საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრახს ვერ დავარქმევდი, რადაგან, „ქართული ოცნება“ არც ცდილობს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ან საქართველო ევროკავშირის ახლო პარტნიორი იყოს. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მხოლოდ რუსეთზე იყოს დამოკიდებული და ჩამოკიდებული.
ჩემი აზრით, ასეთი ვითარება გვაქვს, ანუ გააჩნია, საიდან შეხედავ იმ შედეგს, რაც მიღებული გვაქვს. ჩემივე აზრით, საქართველოს ამგვარი პოზიცია საქართველოსთვის სარისკო და სახიფათოა. ასეა, რადგან ევროკავშირის ინსტიტუტები ძალიან ძლირად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას.
სამწუხაროდ, საქართველო ისე იქცევა, როგორც შუა აზიური სახელმწიფოები, რომლებიც ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების იქეთ არ და ვერ მიდიან მათში ჩამოყალიბებული კულტურის გამო და ასევე მათთან არსებული პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე
დარწმუნებული ვარ, ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ ერთმანეთთან საუბარი საქართველოზე. როგორც ჩანს, ეს მათ თხოვეს ზელენსკის დალაპარაკებოდა კობახიძეს და ეს საუბარი არ ყოფილიყო კონფრონტაციული. მიზანი კი იქნებოდა ის, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიზნები არ განხორციელდეს
შესაძლოა, ეს გახდეს მიზეზი იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეარბილოს ზეწოლა საზოგადოებაზე და გარკვეული ბალანსი იპოვოს, რომლის შედეგადაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან კარგ ურთიერთობებს დაამყარებენ ევროპული ამბიციების გარეშე.
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იგი წინა გადაწყვეტილებების მსგავსაც საკმაოზე კრიტიკულია.
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ტრადიაციას არც ამჯერად დაარღვევს და იტყვის რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება „ფარატინა ქაღალდია“.
გაქვთ მოლოდინი რომ ევროპარლამენტის მხრიდან კრიტიკაზე ჩვენს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ექნება?
- ევროპარლამენტის პოზიციები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ცნობილია. ის კრიტიკული იქნება, მასში აღიარებული იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში მისი პოლიტიკის ლეგიტიმურობას, ასევე მათი ქმედებების შესაბამისობას დემოკრატიულ პრინციპებთან.
- გვერდს ვერ ავუვლით ზელენკი-კობახიძის შეხვედრის თემას. ეს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, მაგრამ, ამ გასაუბრებაზე ორივე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდება. ვგულისხმობს მასზე შეფასებებს.
როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს იგი?
- თუ ამ შეხვედრას შეხვედრა შეიძლება დავარქვათ, მისი ინიციატორი იყო უკრაინის პრეზიდენტი. ეს შეხვედარა უფრო ჰგავდა მხარეთა წარმომადგენლების გადაკვეთას. მისი ინიციატორი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ზელენსკი და აი რატომ?
იმ განცხადებების შემდეგ, რაც კობახიძეს და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ გაკეთებული უკრაინაზე და პრეზიდენტ ზელენსკიზე, კობახიძე უბრალოდ ვერ გაბედავდა მასთან შეხვედრის მოთხოვნას. ზელენკის არაფერი აქვს დასამალი.
ზელენკი ახლა აღარ მოქმედებს როგორც მხოლოდ უკრაინის ლიდერი. ვხედავთ, რომ ზელენკი მთლიანად ინტეგრირებულია ევროპის პოლიტიკურ ელიტაში. ამ ელიტაში ხდება შეთანხმება ერთიან მოქმედებაზე მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიც საგრეო პოლიტიკაა.
დარწმუნებული ვარ, ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ ერთმანეთთან საუბარი საქართველოზე. როგორც ჩანს, ეს მათ თხოვეს ზელენსკის დალაპარაკებოდა კობახიძეს და ეს საუბარი არ ყოფილიყო კონფრონტაციული. მიზანი კი იქნებოდა ის, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიზნები არ განხორციელდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიაზროს შიდა პოლიტიკა. გამოუშვას პოლიტპატიმრები, გადახედოს ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, შეარბილოს მაინც. ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კანონმდებლობაში ისე რომ მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს. ამის შემდეგ ბრიუსელსა და თბილისს შორის შეიძლება მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არ არის გამორიცხული
- ერევნის სამიტმა მართლაც დაგვანახა, რომ ევროპის კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები ხდება.
გაქვთ მოლოდინი რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გადაიაზრებს იმ რეალობებს რაც ჩვენს ირგვლივ და მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში ხდება და კორექტივებს შეიტანს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში?
- ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კი არ უნდა გადაიაზროს, საშინაო პოლიტიკაში უნდა შეიტანოს კორექტივები. საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ხელის გულზეა, მაგრამ, ის თავისი ანტიდემოკრატიული წიაღსვლებით სწორედაც რომ აზიანებს მას.
არაა გამორიცხული ამ ეტაპზე ევროკავშირისთვის მის საგარეო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მთავარია როგორი ქვეყანაა საქართევლო და როგორ პოზიციონირებს იგი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
შეუძლია მას ითანამშრომლოს ევროპასთან თუ იმდენად აბსოლუტურად არადემოკრატიულია რომ არ შეუძლია ბრიუსელთან და სტრასბურგთან თანამშრომლობა.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიაზროს შიდა პოლიტიკა. გამოუშვას პოლიტპატიმრები, გადახედოს ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, შეარბილოს მაინც. ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კანონმდებლობაში ისე რომ მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს. ამის შემდეგ ბრიუსელსა და თბილისს შორის შეიძლება მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არ არის გამორიცხული.
დასავლეთში ვერ ხედავენ რომ საქართველოში ოპოზიცია ძლიერია და მას შეუძლია იყოს ამ ხელისუფლების ალტერნატივა და თავდ შეცვალოს იგი. ოპოზიციის სისუსტე, დაქსაქსულობა და არასტრატეგიული აზროვნება გარკვეულ უპიტატესობებს აძლევს „ქართულ ოცნებას“.
ეს გარემოები აფიქრებინებს ევროკავშირს რომ შეეცადოს ჰქონდეს საქართველოს მმართველ გუნდთან ურთიერთობები. ცხადია, ისინი დემოკრატიას ქვეყანაში არ დააბრუნებენ, მაგრამ, იმის გამო რომ ჰორიზონტზე არავინ ჩანს, ვინც მათ ჩაანაცვლებს, ევროკავშირი „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა პრობლემატური იყოს მათთან ურთიერთობა.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი