ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი პოლიტიკის ანალიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, რამდენიმე დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები და მმართველი გუნდის წევრები აქტიურად საუბრობენ „საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში შემობრუნებაზე“ ოფიციალური თბილისის სასარგებლოდ.

თუ ამ თემაზე მათ განცხადებებს დავაკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ სულ ცოტაც და საქართველოს ხელისუფლება აშშ-სა და ბრიუსელს „დაითანხმებს მიიღოს „ქართული ოცნების“ თამაშის წესები“. თბილისის კარგა ხანია ვაშინგტონისა და ბრიუსელისაგან, „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობების დაწყებას მოითხოვს.

თუ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებებით ვიმსჯელებთ, ეს უფრო აშშ-ს ადმინისტრაციას ეხება, ვიდრე ბრიუსელს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება კარგა ხანია „ევროპულ ბიუროკრატიად“ მოიხსენიებს.

რადგან ვიცით, რომ მაისის ბოლოს თბილისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ესტუმრება, ისიც რომ „ქართულ ოცნებას“ აშშ-ს მხრიდან და მათი ხელისუფლების სრულფასოვნად აღიარების პრობლემა აქვს, ასევე მათივე მხრიდან სანქციების მოლოდინი, საინტერესო იქნებოდა იმაზე გვემსჯელა თუ რას ეფუძნება მმართველი გუნდის ოპტიმისტური მოლოდინები, რომელიც მაისის ბოლოს ვაშინგტონიდან თბილისშივიზიტს უკავშირდება.

მითუმეტეს რომ ამ თემაზე დეპუტატმა ლევან მახაშვილმა თქვა - „შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები აღდგენილია“. მეტიც, მან ასევე აღნიშნა - „აშშ-თან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კონკრეტულ ნაბიჯებსაც ვაცნობებთ საზოგადოებას, რადგან პოზიტიური დინამიკა არსებობს“.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თბილისში ხელისუფლების მხრიდან კეთდება ოპტიმისტური განწყობები აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაზე?

- „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან."

- ეს გახლავთ განცხადება, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

სანამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ოფიციალურად არ მოხდება 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადების დეზაუირება, „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე საუბარი, თითქოს მათ აქვთ მზაობაზე გადატვირთონ და აღადგინონ დასავლეთთან მეგობრული ურთირთობები არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მომუშავე ქლაბატონი ჟურნალისტს აბრალებს, თითქოს მას არ ესმის პრემიერის ამ განცხადების შინაარსი და საქართველოს მთავრობას არასდროს შეუჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ის უტიფრად იტყუება.

სანამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ოფიციალურად არ მოხდება 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადების დეზაუირება, „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე საუბარი, თითქოს მათ აქვთ მზაობაზე გადატვირთონ და აღადგინონ დასავლეთთან მეგობრული ურთირთობები არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა

მე მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს - ჩავატაროდ პრემიერის 2024 წლის 28 ოქტომბრის გამოსვლის ლინგვისტური ექსპერტიზა, აი ვისაც ხელს დაადებს იმ სპეციალისტთან. როგორ ფიქრობს, რას დაადგენ ეს ექსპერტიზა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ამ განცხადებიდან არ გამომდინარეობს, რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებები?

სხვათა შორის, ეს ეხება არამარტო ევროკავშირთან, არამედ აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენასაც. არც მარკო რუბიო, არც ტრამპის ადმინისტრაციის ის წევრები, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობენ, ამ მთავრობის პოზიციას არ განიხილავენ იმ პოლიტიკის მხარდაჭერად, რომელსაც აშშ ატარებს ევროკავშირის მიმართ.

ასე შეიძლება იფიქროს მხოლოდ პოლიტიკასთან აბსოლუტურად ხამად მყოფმა ადამიანმა. აშშ-ს ადმიანისტრაციაში სასაცილოდ არ ყოფნით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ მათ და აშშ-ს დღევანდელ ხელისუფლებას თურმე ერთანირი მიდგომა და პრეტენზიები აქვთ ევროკავშირის მიმართ და რომ, თურმე, საქართველოს მთავრობაში ტრამპის იდეოლოგიური თანამოზრეები არიან!

მე მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს - ჩავატაროდ პრემიერის 2024 წლის 28 ოქტომბრის გამოსვლის ლინგვისტური ექსპერტიზა, აი ვისაც ხელს დაადებს იმ სპეციალისტთან. როგორ ფიქრობს, რას დაადგენ ეს ექსპერტიზა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ამ განცხადებიდან არ გამომდინარეობს, რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებები?

დასავლეთის სამყარო კონკურენციის პრინციპებზეა აგებული. ევროკავშირს და ამერიკას ყველა პერიოდში, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, ჰქონიათ ურთიერთობაში დიდი თუ მცირე პრობლემები. სხვათა შორის გრენლანდის საკითხზეც კი, მაგრამ, ისინი ამ კონკურენტულ-პარტნიორულ ურთიერთობებში მაინც ცივილაზაციულ ერთობათ რჩებიან.

საქართველოს ხელისუფლების მცდელობა თავისი ანტიდემოკრატიული მმართველობის შენარჩუნების მიზნით ითამაშოს ევროკავშირსა და ამერიკას, ორი უდიდესი დემოკრატიის წინააღმდეგობაზე, უბრალოდ ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის.

ჩემი აზრით, „ოცნება“ ვერ ხვდება მთავარს. აშშ-სა და ევროპულ პოლიტიკურ ელიტებს ამ ეტაპზე შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ დემოკრატიული სახელმწიფოების ამოცანებზე, დემოკრატიული მმართველობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე, რეგულაციებზე, მიგრაციულ პოლიტიკაზე, ოღონდ არა თავად დემოკრატიის არსებობის ან არარსებობის საკითხებზე.

საქართველოს ხელისუფლების მცდელობა თავისი ანტიდემოკრატიული მმართველობის შენარჩუნების მიზნით ითამაშოს ევროკავშირსა და ამერიკას, ორი უდიდესი დემოკრატიის წინააღმდეგობაზე, უბრალოდ ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის

ამიტომ, ამერიკელი რესპუბლიკელებისთვის ივანიშვილის რეჟიმი ისევე მიუღებელია, როგორც ევროპარლამენტარებისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც. ამერიკულ ელიტას აშშ-ს ანტაგონისტურ დიქტატურებთან, რუსეთთან და ჩინეთთან პატარ სახელწმიფოების პოლიტიკური ვასვასი, აშკარად ყოველთვის უფრო მეტ აღიზიანებდა და აღიაზიანებს, ვიდრე ევროპულს.

ამიტომ ძალიან მდარედ და კომიკურად გამოიყურება ოცნების ყველა მცდელობა, ტრამპს ევაჭრონ, კი ვართ ავტოკრატები, მაგრამ შენსკენ ვართ ევროპასთან დაპირისპირების ამბავში, საერთოდ ჩვენ წლებია იგივეზე ვეჩხუბებით მაგ უღმერთოებს, რაზეც შენ და ამიტომ ჩვენ ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს ნუ შეგვიშლიო.

ჩემთვის ხანდახან დაუჯერებელია ხელისუფლების ასეთი ბრიყვული აზროვნება და იმის იმედად ყოფნა, რომ თუ ტრამპისა და ევროპის დაპირისპირებაში პირველის მხარეს დავიჭერთ, ის ფირმანს გადმოგვიგდებს მრავაწლიან ავტორიტარულ მმართველობაზე.

ამერიკელი რესპუბლიკელებისთვის ივანიშვილის რეჟიმი ისევე მიუღებელია, როგორც ევროპარლამენტარებისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც. ამერიკულ ელიტას აშშ-ს ანტაგონისტურ დიქტატურებთან, რუსეთთან და ჩინეთთან პატარ სახელწმიფოების პოლიტიკური ვასვასი, აშკარად ყოველთვის უფრო მეტ აღიზიანებდა და აღიაზიანებს, ვიდრე ევროპულს

ეს აბსურდი და „ორ ფეხზე მდგომმი“ „ქართული ოცნების“ ლიდერების ტანჯვა - წამება, რამენაირად დაარწმუნონ ტრამპი რომ მისიანები არიან, მართლა ძალიან სასაცილო იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს.

ხოლო განცხადებები, რომლებსაც ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი, და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები აკეთებენ, არის ჩიხში შესული მთავრობის მიერ უნიჭო სპექტაკლების დადგმის მცდელობა, რომელიც რეალურად გათვლილია არა დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, არამედ სამთავრობო პროპაგანდით გაბრუებული თავინთი მომხრეების დასამშვიდებლად.

მაისში სახელმწიფო დეპარატმენტის საშუალო რანგის ჩინოვნიკების ვიზიტს (თუკი ის შედგა) არ შეუძლია გადატვრთოს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ამას სრულიად სხვა დონის მოლაპარაკებები ჭირდება.

განცხადებები, რომლებსაც ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი, და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები აკეთებენ, არის ჩიხში შესული მთავრობის მიერ უნიჭო სპექტაკლების დადგმის მცდელობა, რომელიც რეალურად გათვლილია არა დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, არამედ სამთავრობო პროპაგანდით გაბრუებული თავინთი მომხრეების დასამშვიდებლად

ეს არის ანაბანა, რომლის ცოდნა შეიძლება მთავრობის მხარდამჭერებს არ მოეთხოვება, მაგრამ აი იმ პროპაგანდისტებმა, ვინც პირზე დუჟ მომდგარი ცდილობს მთავრობის დავალებით კიდევ ერთი ცრუ მოლოდინი შეუქმნას „ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ეს ნაღდად უნდა იცოდნენ. მაისი ჩაივლის და ივნისი დადგება, აგერ ძალიან მალე და მერე რას გვეტყვიან?

- მიუხედავად იმისა რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თბილისში მაისის ბოლოსთვის დაგეგმილ ვიზიტის შედეგებზე ბევრი საკმაოდ უარყოფით პროგნოზებს აკეთებს, მოდით, შევეცადოთ იმაში გარკვევას, რა შეიძლება იყოს ვაშინგტონსა და თბილისს შორის დაახლოების სავარაუდო მიზეზი.

ზოგი თვლის რომ უკრაინა-რუსეთის ომში ტრამპის პოლიტიკა გაუგებარია, ნაწილი თვლის რომ ის თავისი არათანმიმდევრული პოლიტიკით ხელს უწყობს რუსეთის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენას.

ზოგიც, ღიად ამბობს, რომ „ტრამპი პუტინის მხარესაა“. ამაზე პასუხებს ალმათ მალე მივიღებთ. ვაშინგტონში ბრიტანეთის მეფე ჩარტზ მესამესათან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპი პუტინს 90 წუთი ესაუბრა და კიდევ გაიმეორა რომ „პუტინი მისი მეგობარია“.

ფაქტი ისაა, რომ ტრამპმა პუტინისაგან ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე თანხმობა მანამდე ვერ მიიღო, ვიდრე უკრაინამ ევროპის დახმარებით რუსეთი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ახლა ბრძოლის ველზე უპირატესობა უკრაინის მხარესაა. უკრაინულ დრონებს შეუძლიათ მოსკოვში წითელი მოედანის დაბომბვაც კი.

სწორედ ასეთ ფონზე თქვა ტრამპმა - „პუტინი მზადაა 9 მაისთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“. და ეს ხდება იმის ფონზე როცა „კლოუნმა ზელენსკიმ“ აიძულა კგბ-ს პოლკოვნიკი პუტინი დაეწყო საუბარი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ხომ არ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის ერთ-ერთი მიზეზი და საფუძველიც ის იყოს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის მსგავსად 2022 წლიდან რუსეთის გამარჯვებას ვარაუდობდა?

ახლა ტრამპი, ჩვენი ხელისუფლების მსგავსად იძულებულია ამ საკიტხში ანგარიში გაუწიოს, ევროპასაც, ჩინეთსაც და რუსეთსაც, რომლებით, აშშ-ს გეოპოლიტიკური კონკურენტები არიან...

- მე ქართულ ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას.

ამ კუთხით, აშშ-ს მხრიდან არაფერი ჩანს, რისი დადასტურებაცაა საქართველში აშშ-ს საელჩოს მყისიერი რეგირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის, 30 აპრილის განცხადებაზე, რომ მაისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს ელოდებიან, რაც, მისი თქმით, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნაწილია.

მე ქართულ ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას

აშშ-ს საელჩომ საქართველოში, მყისიერად, თუ არ ვცდები, იმავე დღეს, ბოჭორიშვილის განცხადების საპასუხოდ, „რადიო თავისუფლებასთან“ და სხვა მედიასაშუალებებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. „ამ დროისთვის არაფერი აქვთ გამოსაცხადებელი“ (nothing to announce).

ვისაც ჰგონია, რომ საგარეო საქმეთან მინისტრის განცხადების უარმყოფელი პასუხს საელჩოს თავის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად აკეთებს, ნუ, ასეთებს ვერაფერში დავეხმარები.

ახლა რითაც „ოცნება“ ცდილობს ივაჭროს, ის აშშ-თვის მდარე ხარისხის და უსარგებლო პოლიტიკური პროექტია, ჩრდილში მდგომი, მილიარდერის და მისი მთავრობის მრავალწლიანი ანტიდემოკრატიული მმართველობა აშშ-ს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების შესაძლო დაკმაყოფილების სანაცვლოდ.

"ქართული ოცნების" ლიდერების ფიქრით, თუკი ამერიკას მის ინტერესებს დაუკმაყოფილებენ, ტრამპი აქაური დემოკრატიის ბედს ფეხებზე დაიკიდებს და ევროპასავით არ დაუწყებს ხელისუფლებას ჩხიკინს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და ადამიანის უფლებების გამო, მართლა ძნელი წარმოსადგენია, რომ მთავრობაში ამ სისულელის ჯერათ.

თუ ჩვენ მივიღებთ კანონებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებთან, ჩვენ ავკრძლავათ ოპოზიციას, გავანადგურებთ სამოქალაქო სექტორს, გვეყოლება სინდისის და პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ევროკავშირში მაინც მიგვიღეთ, არის წარმოუდგენელი სიულელე. ის, რასაც ბოლო წლებია საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ნებისმიერი ევროპელისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს ამ გაერთიანებაში შესვლა

- მიუხედავად იმისა რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებენ რომ მათ სურთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება, ამ განცხადებების შემდეგ დრო და დრო გამოდის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ისევ იმაზე საუბრობს რომ თურმე ევროკავშირი სსრკ-ს ჰგავს, რომ „ქალი ქალია და კაცი, კაცია“.

არადა, ბრიუსელმა ამ თემაზე არა ერთხელ განაცხადა რომ „მყარად უჭერს ხალხს როგორც ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და კულტურა, რომელიც მას აქვს“.

ეს ამბები იმიტომ გავიხსენე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები დალაგების გზას დაადგა, ოფიციალურ თბილისს გაცილებით მეტი პრობლემა ექნება ბრიუსელთან.

ასეა, რადგან ევროკავშირი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან უარი თქვას ევროკავშირთან შეუსაბამო მიღებულ კანონებზე, პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებზე, გაანთავისუფლოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით ქუჩის აქციებისას დაკავებულები, მათ შორის ტროტუარზე დაკავებებულები. ითხოვს ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური კონკურენცია და იგი გაუქმებული არ იყოს. ასევე ითხოვს ხელისუფლებამ უარი თქვას მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლაზე და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი იმის გამო გავიხსენე რომ ასეთ ფონზე ოფიციალურ თბილისს ცხადია მეტი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ბრიუსელთან, ვიდრე ვაშინგტონთან. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დალაგდა, თუ ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვინდა, უპირველესად ევროკავშირთან მოგვიწევს ურთიერთობების გარკვევა.

ახლა ბრიუსელთან ურთიერთოებებს მეზობელი სომხეთი არკვევს, სადაც 4-5 მაისს ევროპული თანამეგობრობის სამიტი და ევროკავშირ-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება.

ამ სამიტში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

რას შეიძლება ნიშნავდეს ამ სამიტში პრემიერ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გამოსწორების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირთან, რომელიშიც ახლა საინტერესო გადალაგებები და დაგაჯგუფებები ხდება, თბილისს ღარ ექნება პრობლემები?

თუ ექნება პრობლემები, სავარუდოდ, რა სახისა და ტიპის პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ვიმეორებ, რომ ევროკავშირთან ურთიერთოების გადატვირთვის დასაწყებად, საქართველოს ნებიმიერ ხელისუფლებას, ამა თუ იმ ფორმით მოუწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სახელით, 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების დეზაუირება, აგრეთვე, ანტიდასავლური რიტორიკის შეცვლა და ევროპული ქვეყნების თუ მათი ლიდერების შეურაცმყოფებლი განცხადებების კეთება.

ეს აუცილებელი წინაპირობაა, რათა დაიწყოს ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაუმჯობესება, მხოლოდ ეს იქნება მკაფიო სიგნალი დასავლეთისთის რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად აპირებს დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს ხელისუფლებამ მისმა მხარდამჭერმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი არის დემოკრატიულ ღირებულებეზე შეთანხმებული სახელმწიფოების ერთობა. თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, მაშინ ამ ღირებულებებს უნდა ვიზიარებდეთ.

იმის მოთხოვნა, რომ თუ ჩვენ მივიღებთ კანონებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებთან, ჩვენ ავკრძლავათ ოპოზიციას, გავანადგურებთ სამოქალაქო სექტორს, გვეყოლება სინდისის და პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ევროკავშირში მაინც მიგვიღეთ, არის წარმოუდგენელი სიულელე. ის, რასაც ბოლო წლებია საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ნებისმიერი ევროპელისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს ამ გაერთიანებაში შესვლა.

როცა შენ აცხადებ რომ გსურს ევროკავშირის წევრობა, ამ გაერთიანების წესდებით და წესებით ევროკავშირს აქვს სრული უფლება და ვალდებულებაც კი, მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების მდგომარეობას მის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა თუკი შენ ამ გაერთიანების წევრობა გსურს

თუკი ღიად ანტიდემოკრატიულ ნაბიჯების გამო ევროკავშირის კრიტიკას დავიმსახურებთ, ეს იქნება სამართლიანი და სწორი. თუკი ამ კრიტიკის გამო ინდაურივით გავიფხორებით და დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ თურმე „ევროპული ბიუროკატია“ ჩვენს საშიანო საქმეებში ერევა და ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, ჯერ ეს ერთი ეს იქნება ტყუილი.

წლებია ვიმეორებ, რომ უკვე შორეული 1975 წლიდან, როცა ხელი მოეწერა ჰელსინკის დასკვნითი აქტს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ, მასზე ხელმომწერმა სახელწმიფოებმა (მათ შორის საქართველომ) აღიარეს, რომ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების საკითხი აღარ არის მხოლოდ ქვეყნის საშინაო საქმე.

მეორეც, როცა შენ აცხადებ რომ გსურს ევროკავშირის წევრობა, ამ გაერთიანების წესდებით და წესებით ევროკავშირს აქვს სრული უფლება და ვალდებულებაც კი, მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების მდგომარეობას მის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა თუკი შენ ამ გაერთიანების წევრობა გსურს.

თუკი საქართველოს მთავრობამ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის კეთების მექანიზმებისადმი და დემოკრატიული პრინიცპებისადმი დამოკიდებულება არ შეცვალა ევროკავშირთან ურთიერთობების ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება. ეს არის ილუზია

თუ არაფერი ეს არ იცი, ან არ გინდა გაიგო და მაინც აცხადებ, რომ ევროპიკავშირი ლანძღვა გინებით და პუტინის რუსეთის სტილის ანტიდემოკრატიული კანონებით გსურს გახდე ამ გაერთიანების წევრი, შენ ან უვიცი სულელი ხარ, ან უტიფარი დემაგოგი-პოპულისტი და შენი ადგილი ამ გაერთიანებაში არც ერთ შემთხვევაში არ არის. ესაა სიმართლე, თუკი უნდა ვინმეს ეს გაიგოს.

და ბოლოს, თუკი მთავრობა:

  • ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტების დაცვას ეროვნული ღირებულებებისა და უსაფრთხოებისათვის მიუღებლად და საშიშად მიიჩნევს ;
  • ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას დანაშაულებრივად თვლის, რადგანაც მას ფაქტობრივად უკრაინაში ომის ხელშეწყობაში ადანაშაულებს;
  • ევროკავშირს აბრალებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა;
  • ევროკავშირს სსრკს, ევროპარლამენტს კი საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას ადარებს

მაშინ გამაგებინებთ, ასე მოფიქრალ მთავრობას რაღა ჯანდაბად უნდა საქართველოს ევროკავშირში შეყვანა?

სიმართლე კი იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა ხალხმა, ნუ მინიმუმ, მათმა უმრავლესობამ, ვისაც ორი წიგნი მაინც წაუკითხავს, ძალიან კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავს არ მოიკლავდნენ დასავლეთში განათლების მისაღებად, მათი მეუღლეები იქ არ გააჩენდნენ შვილებს, მათი შვილები იქ არ წავიდოდნენ სასწავლად, თავად და მათი ოჯახების წევრები იქ არ ივლიდნენ გასართობად, დასასვენებლად, საშოფინგოდ და ა.შ.

მოკლედ, პაპუაშვილებმა, ზარქუებმა, მათმა ახლად გამოჩენილმა „ვარსკვლავმა“ მახაშვილმა და მთელმა მათმა გუნდმა კარგა იციან რომ იტყუებიან. ისინი ვერ ეტყვიან თავიანთ მომხრეებს სიმართლეს, ევროკავშირს იმიტომ დავუპირისპირდით, რომ ისინი დემოკრატიას ითხოვენ, დემოკრატიის პირობებში კი არჩევნები შეიძლება წავაგოთ და სკამები დავკარგოთ, ეს კი სიკვდილივით არ გვინდაო.

სამწუხაროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტმა იმდენად პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, რომ საერთოდ არ მიმდინარეობს დისკუსია იმ ობიექტურ ეკონომიკურ პრობლმებზე, რაც მას გააჩნდა

ამიტომ ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება, თითქოს ბრიუსელი ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, როცა აკრიტიკებს ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს, პარტიების აკრძალვის მცდელობას, სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვას, რეპრესიებს, სინდიდისის თუ პოლიტიკური პატიმრების არსებობას.

ამიტომ, კობახიძეს მიიწვევდა თუ არა სომხეთის პრეზიდენტი პაშინიანი იქ გასამართ სამმიტზე, ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იმ პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს.

თუკი საქართველოს მთავრობამ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის კეთების მექანიზმებისადმი და დემოკრატიული პრინიცპებისადმი დამოკიდებულება არ შეცვალა ევროკავშირთან ურთიერთობების ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება. ეს არის ილუზია!!

- რადგან ანაკლიის თემა აქტუალურია, ამ თემასაც უნდა შევეხოთ. ჩინეთში ეკონომიკის ვიზიტის ფარგლებში შესწორებები შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის 8 წლის წინ ხელმოწერილ შეთანხმებაში.

რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, ამ თემაზე ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს ამბობს. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეკონომიკის მინისტრის პეკინში ვიზიტი რუბიო-კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა, სულაც არაა გამორიცხული ანაკლიის პორტის მშენებლობასტან დაკავშირებითაც იყოს სიახლეები, თან ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური.

მესმის, როცა ცნობილია რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის თემა გააზრებულად და თანმიმდევრულად გადაავადა, ამაზე საუბარი ზედმეტად ოპტიმისტურადც კი გამოიყურებოდეს. მაგრამ, მაინც გკითხავთ - გაქვთ მოლოდინი, რომ აშშ-სა და საქართველოს დაახლოების ფარგლებში ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაშიც ჩვენი მხრიდან სერიოზული კორექტივები იქნას შეტანილი და შესაბამისად შედეგი მიიღოს ქვეყანამ?

- რაც მე ვიცი, წლების განმავლობაში ანაკლიის პროექტის მთავარი პრობლემა იყო იმ საკითხში გაურკვევლობა, იქნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობის ტვირთები, რათა პორტი მომგებიანი ყოფილიყო. ამის გამო ვერ ხერხდებოდა პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება.

ამის გამო იყო, რომ წამყვანი ბანკები პორტის მშენებლობის დასაფინანსებლად კრედიტების გამოყოფის სანაცვლოდ მთავრობისგან ითხოვდნენ ამ თანხების უკან დაბრუნებაზე გარანტიას., რადგანაც არ იყვნენ დარწმუნებული რომ თავად პროექტის განმხორციელებელს მოგება ექნებოდა და კრედიტების გასტუმრებას თავად შეძლებდა.

ეს იყო წლების წინ. რა შეიცვალა უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, ამაზე არაფერი ვიცი. სამწუხაროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტმა იმდენად პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, რომ საერთოდ არ მიმდინარეობს დისკუსია იმ ობიექტურ ეკონომიკურ პრობლმებზე, რაც მას გააჩნდა.

ანაკლიის პორტის საკითხის გარშემო ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, რომ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ გაილანძღონ, პრობლემებზე დაიწყებ საუბარს ქოცი ხარ, პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე იტყვი დასაბუთებულ აზრს, ნაცი ხარ! ჰოდა, კი ვართ ამ უბედურებაში!

კიდევ ვიმეორებ, ეს თითქოს წლების წინ იყო, მაგრამ ახლაც არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ტვირთების გადაზიდვა უნდა მოხდეს და ვინ უზრუნვეყოფს ამ ტვირთების ანაკლიის პორტით გადატანას, რამდენად საკმარისია საქართველოს რკინიგზის გამტანურიანობა ამ პორტის მუშაობისათვის, რა ემართება საქართველოს სხვა პორტებს და ა.შ.

მე არ ვარ ამ საკითხის სპციალისტი, რომ სიღრმებში შევიდე. უბრალოდ, წამიკითხავს დოკუმენტები, იქიდან ვიცი ამ პრობლემების არსებობის შესახებ და ძალიან სამწუხაროა, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ამ და კიდევ სხვა პრობლემური ეკონომიკური თემების განხილვა არ მიმდინარეობს.

როგორც ყოველთვის, ამ საკითხზე დისკუსიაც მხოლოდ ძალიან მარტივ, პოლიტიკურ-პოპულისტურ ჭრილში მიდის, ვის პოლიტიკურ ინტერესებშია მისი აშენება და ვისში არა, რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა, დასავლეთი, ბიძინა, მიშა და ა.შ.

ვისურვებდი, რომ ვინც ჩახედულია ამ საკითხებში და იციან პროექტის ნამდვილი პრობლემები, იმათ ამოიღონ ხმა და ამ პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებულობაზე თუ რეალურ პერსპექტივებზე ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ისაუბრონ.

მაგრამ ანაკლიის პორტის საკითხის გარშემო ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, რომ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ გაილანძღონ, პრობლემებზე დაიწყებ საუბარს ქოცი ხარ, პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე იტყვი დასაბუთებულ აზრს, ნაცი ხარ! ჰოდა, კი ვართ ამ უბედურებაში!

ჩემი აზრით, ქართულმა ოპოზიციამ, ისევ როგორც მადიარმა უნგრეთში, ამოცანად უნდა დაისახოს არა მხოლოდ ტრადიციული ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გულის მოგება, არამედ „ქართული ოცნებისთვის“ მისი ელექტორატის ნაწილის მაინც წართმევა

- როცა ამ თემებზე ვმსჯელობთ, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმაზე, სავარუდოდ, როგორ აისახება ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების დალაგებისა თუ არდალაგების პროცესი საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე.

საშინაო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „სანამ ქართულ პოლიტიკაში მოსახლეობის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა არ გამოჩნდება მანამდე, არც დასავლეთის დიდ აქტიურობას ველოდები და არც ქვეყენაში რეალური ცვლილებების შესაძლებლობის გაჩენას“.

ის პროცესი, რომელიც შესაძლოა, დაიწყოს მაისის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ თბილისში, რა გავლენას მოახდენს ქვეყანაში ხელისუფლების ალტერნატივის ჩამოყალიბებაში, რომელსაც შეეძლება ქვეყანაში რეალური ცვლილებების შესაძლებლობების გაჩენა?

- ქვეყანაში დემოკრატიული ალტერნატივის ჩამოყალიბება ჩვენი საზოგადოების საქმეა და მას ვერც ვაშინგტონი გააკეთებს და ვერ ბრიუსელი.

ჩემი აზრით, ქართულმა ოპოზიციამ, ისევ როგორც მადიარმა უნგრეთში, ამოცანად უნდა დაისახოს არა მხოლოდ ტრადიციული ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გულის მოგება, არამედ „ქართული ოცნებისთვის“ მისი ელექტორატის ნაწილის მაინც წართმევა.

ამისათვის კი არ უნდა ლანძღო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, არამედ მათთან მისასვლელი გზები უნდა ეძებო და მათი მხარდაჭერის მოპოვებას უნდა ცდილობდე. სანამ საქართველოში არ გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ფლანგზე იმუშავებს, მანამდე ხელისუფლების შეცვლა გაჭირდება.

ოპოზიციას ეშლება, როცა ხელისუფლებას უთმობს ისეთ თემებს, როგორცაა პატრიოტიზმი, ოჯახური ღირებულებები, სახელმწიფოს სუვერნიტეტის დაცვა, მშვიდობა, მომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებთან და ა.შ.

მე რასაც ვხედავ, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ კონსერვატიულია. ჩემი აზრით, ამ მომცემულობის უარყოფა და მუდმივად იმის ძახილი, რომ „ოცნებას“ მხოლოდ მედროვეები და 200 ლარიანი დახმარების მიღების მოიმედეები აძლევენ ხმას, (რა თქმა უნდა, არც უმაგისობაა!) ოპოზიციას სერიოზულად ასუსტებს.

თუ არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ ძალიან რთულია ასეთმა ამომრჩეველმა საკუთარ იდენტობას უღალატოს და ტრადიციულ, ლიბერალურ ოპოზიციას დაუჭიროს მხარი. ეს განსაკუთრებით სოფლებს და პატარ ქალაქებს ეხება.

ოპოზიციას ეშლება, როცა ხელისუფლებას უთმობს ისეთ თემებს, როგორცაა პატრიოტიზმი, ოჯახური ღირებულებები, სახელმწიფოს სუვერნიტეტის დაცვა, მშვიდობა, მომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებთან და ა.შ.

ოპოზიცია ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს

თუკი ოპოზიცია მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში ქართული ღირებულებების, ეკლესიის, რელიგიის, ტრადიციული ოჯახის მტრობასთან, გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებასთან, მასთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტასა და ამ მიზეზით მოსახლეობის გაღარიბებასთან გაიგივდა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში იქნება.

მივდივართ ჩემი აზრით ოპოზიციის მთავარ პრობლემამდე. ოპოლიდერები ამბობენ რომ ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის ვერანაირ ალტერნატიულ გზას ვერ სთავაზობენ. ეს იწვევს ნიჰილიზმს ოპოზიციის მიმართ, რადგანაც ხალხს არ ესმის როგორ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას და ბევრს საერთოდ ეჭვი ეპარება ოპოზიციონერების გულწრფელობაში, როცა ისინი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

არაერთხელ მითქვამს, ვინც ამას იძახის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში თურმე „არჩევნებს აზრი არ აქვს“, რომ ჯერ ესენი უნდა გავაგდოთ ხელისუფლებიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატრების შესაძლებლობა, ჩემი აზრით, არსი გზა არსაით! ეს პოზიცია ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

მადიარმა არ დაიწყო წუწუნი, შეძლო სწორი ტაქტიკის შერჩევა, მან აჩვენა, რომ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს უნგრული იდენტობის ღალატს. ომის შიშის ნაცვლად მადიარი მუდმივად საუბრობდა შიდა პრობლემებზე და რაც მთავრია მათი გადაჭრის გზებზე. მან ფეხით მოიარა უნგრეთი, ოღონდ მოიარაე იმ თემებზე საუბრით, რომლებიც ხალხს აინტერესებდა და ასე მოიპოვა მხარდაჭერა

იგივე უნგრეთის მაგალითი რომ ვნახოთ, არავინ თქვას, ორბანს ნაკლები ადმინისტრაციული რესურსი ჰქონდა ვიდრე „ქართულ ოცნებას“, უფრო პირიქით. უნგრეთის მედია და ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედია საშუალებები სავსეა ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის, ხან 5 კილო კარტოფილის, ხან მმართველის პარტიის სასარგებლოთ ხმის მიცემისთვის პირდაპირ ფულის გადახდის ფაქტებით.

არავინ თქვას, რომ მედიის და ინფორმაციის კონტროლი ორბანს უფრო ნაკლები ჰქონდა, ვიდრე ოცნებას, უფრო პირიქით, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებას ტოტალური კონტროლი ჰქონდა დაწესებული საინფორმაციო საშუალებებზე.

არავინ თქვას რომ კორუფციას, ნეპოტიზმს, ტენდერებში გამარჯვებით და ქონებების გადაცემით ნახეირებ ორბანის ნათესავ-მეგობრებს და მმართველ პატიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს „ფიდესში“ ნაკლები ფული მიჰქონდათ ვიდრე „ოცნებისთვის“ მოაქვთ, რადგანაც უნგრეთის ბიუჯეტი ჩვენსაზე ბევრჯერ მეტია. შესაბამისად, კორუფციულ-ნეპოტისტური გარიგებებიდან ჯერადობით მეტი თანხა მიდიოდა ორბანთან დაახლოებული ბიზნესმენების, მისი ნათესავ მეგობრების ჯიბეში და იქიდან მის პარტიაში

არავინ თქვას, რომ ორბანს ბევრად უფრო მეტი ღია თუ ფარული მხარდაჭერა არ ქონია პუტინის ხელისუფლებისგან, ვიდრე ეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს! რუსეთის უზარმაზარი ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსები იყო ჩართული ორბანის დასახმარებლად, რუსული პოლიტტექნოლოგების დესანტები იყო გადასხმული ბუდაპეშტში, იმიტომ რომ ორბანის დამარცხებით პუტინი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებისა და უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვის უკანასკნელ შანსს კარგავდა.

მიუხედავად ამისა, მადიარმა არ დაიწყო წუწუნი, შეძლო სწორი ტაქტიკის შერჩევა, მან აჩვენა, რომ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს უნგრული იდენტობის ღალატს. ომის შიშის ნაცვლად მადიარი მუდმივად საუბრობდა შიდა პრობლემებზე და რაც მთავრია მათი გადაჭრის გზებზე. მან ფეხით მოიარა უნგრეთი, ოღონდ მოიარაე იმ თემებზე საუბრით, რომლებიც ხალხს აინტერესებდა და ასე მოიპოვა მხარდაჭერა.

მე პირადად ყოველდღიურად ვხედავ, რომ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება არსად გამქრალა, ამავე დროს საზოგადოებაში სულ უფრო მტკიცდება აზრი ოპოზიციის უუნარობის თაობაზე. ოპოზიციიური პარტიებისადმი ნდობის ხარისხი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე „ქართული ოცნებისადმი“

სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ავტორიტარიზმი საარჩევნო გზით შეიცვალა:

ჩილეში1989 წელს, პინოჩეტმა, წააგო რეფერნდუმი, რის შედეგადაც ის გადადგა და არჩევნებში ოპოზიციამ იმარჯვა;

ნიკარაგუაში 1990 წელს სისხლიანმ კომუნისტმა დიქტატორმა დანიელ ორტეგამ, წააგო პირველი მრავალპარტიული, არჩევნები და ხელისუფლება გადააბარა ოპოზიციურ კოალიციას;

ბრაზილიაში სამხედრო ხუნტამ 1985 წელს დანიშნა არჩევნები, რომელიც წააგო და ხელისუფლება სამოქალაქო პრეზიდენტს,

არგენტინაში გენერალ ვიდელას სამხედრო ხუნტამ, 1983 წელს დანიშნა არჩევნები, რომელიც ოპოზიციამმოიგო და არგენტინაში დემოკრატია აღდგა.

საკმარისია მაგალითები? რა თქმა უნდა, არ ვარ ვაპირებ პირდაპირი ანალოგიები გავავლო ზემოჩამოთვლილ შემთხვევებსა და საქართველოში არსებულ ვითარებას შორის. დიქტატურის და ავტორიტარიზმის დასამარცხებლად ყველა ქვეყანა თავის უნიკალურ გზას გადის, რომელიც ასევ ძალიან ბევრ ადგილობრივ თავისებურებაზეა დამოკიდებული.

ამავე დროს, ნებისმიერი პატიოსანი ანალიტიკოსი გეტყვით, რომ ამ რეჟიმების „ქართული ოცნების“ მმართველობასთან შედარება საერთოდ არ შეიძლება. ყველა აზემოაღნიშნულ შემთხვევაში მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, რეჟიმების პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურად განადგურების მრავალი ფაქტისა, ოპოზიციამ სწორად წარმართული ბრძოლის შედეგად მიაღწია არჩევნებში გამარჯვებას და რეჟიმის მშვიდობიანი გზით შეცვლას.

მე პირადად ყოველდღიურად ვხედავ, რომ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება არსად გამქრალა, ამავე დროს საზოგადოებაში სულ უფრო მტკიცდება აზრი ოპოზიციის უუნარობის თაობაზე. ოპოზიციიური პარტიებისადმი ნდობის ხარისხი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე „ქართული ოცნებისადმი“.

უნგრეთის მაგალითმა, ჩემი აზრით, ერთხელ კიდევ აჩვენა, რომ ქართულ ოპოზიციას ბევრ რამეზე აქვს გადასახედი თავის ტაქტიკაში. პირველ რიგში მან თავი უნდა გაანებოს ხელისუფლების შეცდომების და მის არაპოპულარობს იმედზე ყოფნას, თავად უნდა მოიპოვოს მოსახლეობის მხარდაჭერა.

ამითვის კი აუცილებელია აქცენტი გააკეთოს ქართველი ამომრჩევლებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე, დაარწმუნოს მოსახლეობა რომ ოპოზიციას შეუძლია გამონახოს მათი პრობლემების გადაჭრის გზები, მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ახალი მმართველობა უკეთესი მომავლის დასაწყისი იქნება და არა წარსულ, არაპროგნოზირებად და ავტორიტარულ მმართველობაში დაბრუნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ