4 ოქტომბრის საქმის პროკურორი - ყველამ ერთად კარგად ვიხილეთ დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რასაც შესაბამისი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებამ წარმოადგინა ათეულობით ტომი, რომელიც გაჯერებული იყო რიგი მტკიცებულებებით, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, 4 ოქტომბრის ქმედებებს სასამართლომ შესაბამისი და სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა.

„სასამართლო პროცესზე ვიხილეთ და გამოვიკვლიეთ არაერთი ვიდეომასალა, რომლითაც ნათლად დასტურდებოდა ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები. ასევე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც მიიღეს ფიზიკური თუ ფინანსური, მატერიალური ზიანი. ასევე, საქმეზე დაიკითხნენ ექსპერტები და გამოკვლეული იქნა ათობით სხვა მასალა.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გაკეთებული მოწოდებების შემდგომ, ორგანიზებული ჯგუფი დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებით შეეცადნენ, რომ შესულიყვნენ, შეჭრილიყვნენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე [შენობაში]. ესენი იყვნენ ორგანიზებული, ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ერთ შემთხვევაში უმოწყალოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. თქვენ იხილეთ დაზარალებული ლაშა ჯუღელის ჩვენება, წაქცეულზე 10-10 ადამიანი უმოწყალოდ სცემდა მას, ვიხილეთ თორნიკე მჭედლიშვილის კადრები, რომელიც უმოწყალოდ იქნევდა ჯოხს პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად კარგად ვიხილეთ დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები და ამას შესაბამისი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ“, - განაცხადა პროკურორმა.

4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ