„ოპოზიციის ალიანსი“ -  4 ოქტომბერს დაკავებული ყველა პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს

4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია "ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაში, რითაც ალიანსი ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

განცხადების თანახმად, ყველა დაკავებული პირი არის "პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს".

"ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია!

სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.

ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის.

გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!", - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ