ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის - მათი ჩართულობა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაშიც, უსაფრთხოების თემაა

შეერთებული შტატების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით არის ასევე საქართველოსთვის უსაფრთხოების თემა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. შეერთებული შტატების ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომელსაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან რომ იყოს უფრო მეტად ჩართული. მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ. იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით არის საქართველოსთვის ასევე უსაფრთხოების თემა. ამაზე ვისაუბრეთ და იმაზე, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები ასრულებდეს იმ უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში, რასაც ასრულდება ისტორიულად დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე როგორც საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამასთან, აშშ არის ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ