მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცავმა იმუშავა ზუსტად - პირდაპირ ეთერში ჩადიოდნენ დანაშაულს, კულისებში კი იყო ბევრი დეტალი, რომელიც პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცავმა, ვინც იმ დღეს იყო ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე ათასმა ადამიანმა, იმუშავა ზუსტად - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე მტკიცებულებები პირდაპირ ეთერში იყო წარმოდგენილი.

„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში. ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს მესიჯური ნარატივი არის თავიდანვე განწირული წაგებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ჩადიოდნენ პირდაპირ ეთერში დანაშაულს. კულისებში რა იყო ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს. იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა. დანაშაულს რა შეიძლება გამოეწვია ამ ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო მიეღო ქვეყანას, მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. საბედნიეროდ, მთლიანი სამართალდამცავი სისტემა დადგა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე და შევძელით, რომ იმავე დღეს მოგვეხერხებინა როგორც დამნაშავეების დაკავება, ასევე იმავე დღეს მოგვეხერხებინა, რომ ამოწურულიყო ეს ინციდენტი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენიოთ. იმ დღეს მოხერხდა ზედმიწევნითი სიზუსტით პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა.

მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან უკვე. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცავმა, ვინც იმ დღეს იყო ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ზუსტად“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ხუთი პირი: ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე