ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს, ფაშიზმზე გამარჯვების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, მისალოც წერილს უგზავნის

სრულად ვეთანხმებით რუსეთის ფედერაციის თანმიმდევრულ პოზიციას ისტორიული სიმართლის დაცვისა და საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხებში, - ამის შესახებ აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 9 მაისთან დაკავშირებით გაუგზავნა.

„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! სამხრეთ ოსეთის ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მთელ რუს ხალხს ამ დიდ დღესასწაულს - დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს!“, - აღნიშნულია წერილში.

გაგლოევის თქმით, დღევანდელ დროში, როდესაც მსოფლიო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას, „რუსეთის როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ