დონალდ ტრამპი - ირანთან ომის დასრულების საუკეთესო გეგმა მაქვს - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კი აპარატზეა, ეს ჰგავს იმას, როდესაც ექიმი ამბობს: „ბატონო, თქვენს საყვარელ ადამიანს 1%-იანი შანსი აქვს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით საუკეთესო გეგმა აქვს.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გეგმა „ძალიან მარტივია“.

„მე მაქვს გეგმა - იცით, ეს ძალიან მარტივი გეგმაა. არ ვიცი, რატომ არ ამბობთ ისე, როგორც არის - ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩვენ მსოფლიოს სამსახურს ვუწევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ომის დასრულების შესახებ წინადადება, რომელიც ირანმა აშშ-ს გაუგზავნა, „სისულელეა“.

ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალიან მყიფე მდგომარეობაშია.

„ვიტყოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მასიურ სიცოცხლის შენარჩუნების აპარატზეა. ეს ჰგავს იმას, როდესაც ექიმი შემოდის და ამბობს: „ბატონო, თქვენს საყვარელ ადამიანს [გადარჩენის] 1%-იანი შანსი აქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ომის დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :

„ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია. მისმინეთ, მე მათთან [ირანელებთან] ოთხჯერ ან ხუთჯერ მქონდა შეთანხმება. მათ აზრი შეიცვალეს. ძალიან უპატიოსნო ხალხია, ხელმძღვანელობა”, - აღნიშნა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა