აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა, ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციების ახალი რაუნდი დააწესა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სასანქციო ზომები 12 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირანული ნავთობის გაყიდვისა და გადაზიდვის ხელშეწყობაში მონაწილეობისთვის“.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, „ეკონომიკური მძვინვარება“ გააგრძელებს ირანის ხელისუფლეისთვის იარაღის პროგრამების და ბირთვული ამბიციების დაფინანსების ჩამორთმევას.

„ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ირანის რეჟიმის იმ ფინანსური ქსელებისგან მოწყვეტას, რომლებსაც ის ტერორისტული აქტების განსახორციელებლად და გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციისთვის იყენებს“, - აღნიშნა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციები თეირანთან დაკავშირებულ კომპანიებს, მათ შორის ცხრა ფირმას შეეხება, რომელთაგან ზოგიერთი ჰონგ-კონგშია დაფუძნებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა