მიხაილ კალუგინი - საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთმა ,,მეორე ფრონტის" გახსნა მოითხოვა - მზად ვართ, თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ, ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს

საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთმა მათგან რუსეთის წინააღმდეგ ,,მეორე ფრონტის" გახსნა მოითხოვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლელებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი გეოგრაფიულად შორეული და კულტურულად უცხოა. მათ იქ არა კონსტრუქციული, არამედ დესტრუქციული ჩანაფიქრები აქვთ, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ თამაშებთან და უკვე არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. ამ მხრივ, მრავლისმეტყველია თბილისის საჯარო აღიარება, რომ ფაქტობრივად 2022 წლიდან მისგან მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას მოითხოვდნენ“, - განაცხადა კალუგინმა.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებისთვის მზად არის.

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ თბილისთან თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ და პრაქტიკული საკითხები კონსტრუქციულად გადავჭრათ. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ საკუთარი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და რესპუბლიკის რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევას არ დაუშვებს. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით მუშაობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს პოსტკონფლიქტური ურთიერთობების აღდგენის შესახებ“, - აღნიშნა კალუგინმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს