არმაზ ახვლედიანი - საზეიმო ლიტურგიაზე პატრიარქის სიტყვისას მოვისმინეთ, რომ აქვს ერის შერიგების და შეთანხმების სურვილი, რაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუმცა სურვილსა და რეალობას შორის მანძილია - შიო III-ს აქვს შანსი, სასიამოვნოდ გაგვაოცოს

პატრიარქ შიო III-ს აქვს შანსი, რომ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცოს - მას ამის [ერის გაერთიანების] ყველა რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

დღევანდელ საზეიმო ლიტურგიაზე პატრიარქ შიო მესამის მიერ წარმოთქმული სიტყვა მიუთითებს, რომ მას აქვს სურვილი თავისი წვლილი შეიტანოს ერის გაერთიანებაში.

„მას საკმარისად კარგად ვიცნობ, თან დიდი ხანია. შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად ამის [ერის გაერთიანების] ყველა რესურსი, შესაძლებლობა გააჩნია. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს შესაძლებლობების, ამ უნარების, ამ სათნოებების რეალიზებას.

ერთი მხრივ, ამას სჭირდება მტკიცე სურვილი, მეორე მხრივ, იმის გათვალისწინება, რომ დღეს არის ურთულესი დრო, როდესაც ქვეყანა არის ორ ფერად გაყოფილი - ეს არის მკვეთრად განსხვავებული ორი ფერი და ამ ორი უკიდურესობის შერიგება, შეთანხმება მთავარ კომპრომისულ საკითხებზე, ვფიქრობ, შესაძლებელია. ამ მხრივ ახალი პატრიარქის მისია შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ისურვებდა თუ არა ის ამას? - დღევანდელი საზეიმო ლიტურგიაზე მისი სიტყვის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მას აქვს ამის სურვილი, მან ეს ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. სურვილსა და რეალობას შორის მანძილია, ეს მანძილი რაც მალე დაიძლევა და რაც უკეთ დაიძლევა, ამას ვისურვებდით, ვინატრებდით. მე მეჩვენება, რომ ეს შესაძლებელია, მას ეს შეუძლია, არ უნდა დააკლოს მცდელობა და უნდა დაიყენოს გვერდში ყველა, ვინც მას ამაში დაეხმარება. უპირველესად თავად წმინდა სინოდში არიან წევრები, რომელთაც არ უჭირთ განსხვავებული, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, აქვთ ამის მდიდარი გამოცდილება. უფრო შორს რომ წავიდეთ, არიან სხვებიც.

გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პატრიარქ ილია მეორის მაგალითი, მისი შემრიგებლური ნაბიჯები, მისი ლმობიერება, კეთილგანწყობა, პატიების უნარი და სხვა მრავალი სათნოება, იყო გადამდები ეპისკოპოსებისთვის, მღვდლებისთვის, ერისთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები