სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თმით, რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს.
“დრონებით რუსეთის ცინიკურმა თავდასხმამ მიზანში ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა ამოიღო კრივი რიჰში, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის არსებული ცნობებით, ორი მოხუცი ადამიანი მოკლეს. მათი 9 თვის შვილიშვილი საავადმყოფოშია სერიოზული დაზიანებებით. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას. ასე რომ, რუსეთზე ზეწოლა არანაირად არ უნდა შემცირდეს. მხოლოდ ერთობლივ მტკიცე ზეწოლასა და უკრაინის გაძლიერებას, მათ შორის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, შეუძლია აგრესორის დიპლომატიისკენ იძულება, საიმედო მშვიდობისა და მკვლელობების შეწყვეტისთვის,” - წერს ზელენსკი.