15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
სხდომას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გახსნის.
როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საუბრები ფოკუსირებული იქნება რიგ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატის საფუძველში დევს.
მათ შორის: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, განსაკუთრებული აქცენტით ომისშემდგომ პასუხისმგებლობასა და აღდგენაზე. ასევე, ევროპის საბჭოს მუშაობაზე მიგრაციის სფეროში, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრის მინისტრთა კონფერენციის გაგრძელებაა, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ დეკლარაციის მიღებაზე მოწოდება გაჟღერდა.