შალვა პაპუაშვილი - ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით და რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების

ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით, რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების - იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, შეზღუდულია რესურსები, რომ საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, საერთაშორისო ორგანიზაციები უუნარო არიან.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის „მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას“.

„საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინასთან მაინც იქნებ რამე შეძლონ, არ ვიცი საერთაშორისო პარტნიორებს აქ რა შეუძლიათ, რომ გააკეთონ. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, უუნარონი არიან ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნარო არიან. მეორე მხრივ, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ ან არ შეუძლიათ ან უკრაინის მაგალითზე ვხედავთ კიდეც, რომ ზოგიერთს არც უნდა ან სხვანაირად ფიქრობს ესა თუ ის კონფლიქტი როგორ გადაწყდეს. რაც შეეხება ცხინვალს - თუ არ ვცდები, რუსეთის დუმაში რატიფიცირება მოხდა შეთანხმების. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სწორედ ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ გონივრული პოლიტიკით, მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევების გადაჭრა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა - ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება სწორედ ამას. ჩვენ რომ ევროკავშირის მოთხოვნებს დავყოლოდით, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის, იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. შეხედეთ უკრაინას და ნახეთ რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები.

იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, როდესაც არა თუ რეზოლუციების, არამედ ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, შეზღუდულია რესურსები რომ ზემოქმედება ჰქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონი დაამტკიცა.

კანონპროექტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წარადგინა.

ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში