პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუუქმებია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუუქმებია.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ამერიკული გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ აშშ-მა პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის განლაგების გადაწყვეტილება მოულოდნელად გააუქმა.

„ეს საკითხი პოლონეთს არ ეხება და ის ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ნაწილების განლაგების შესახებ ადრე გამოცხადებულ ცვლილებას უკავშირდება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის სწრაფი ზრდა და პოლონეთში აშშ-ის ჯარების ყოფნა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს“, - წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი X-ზე.

ასევე, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“.

„ეს ინფორმაცია გერმანიას ეხება და არა პოლონეთს“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში პენტაგონმა გერმანიიდან, მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდის განმავლობაში, 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ გამოაცხადა. პენტაგონმა გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში