30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს

2026 წლის მაისში ელიტი 30 წლის დაბადების დღეს აღნიშნავს. სამი ათწლეულის განმავლობაში ბრენდმა შეძლო მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა და სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბებულიყო.

„ელიტ ელექტრონიქსი“ 1996 წელს დაარსდა. ბიზნესმა თავდაპირველად საქმიანობა აუდიო ტექნიკის რეალიზაციით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში მუდმივი განვითარების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვის შედეგად, ელიტი მრავალპროფილურ ჰოლდინგად გარდაიქმნა. დღეს კომპანიის პორტფელი 200-ზე მეტ საერთაშორისო ტექნიკისა და ავეჯის ბრენდს აერთიანებს, რომელთა ექსკლუზიური ან ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ელიტმა არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა, რამაც ბრენდის ზრდასა და ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი. კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შვილობილმა კომპანიებმაც შეიტანეს.

2007 წელს დაარსდა „ელიტ სერვისი“ თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრი, რომელიც ახორციელებს როგორც საგარანტიო, ისე პოსტ-საგარანტიო მომსახურებას კერძო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის.

2022 წელს ელიტმა თანამშრომლობა დაიწყო პრემიუმ კლასის ავეჯის საერთაშორისო ბრენდებთან, რის შედეგადაც მომხმარებელს სრულიად ახალი კონცეფციის სივრცეები შესთავაზა. განახლებულმა შოურუმებმა ტექნიკა, ავეჯი და თანამედროვე ცხოვრების სტილი ერთიან გამოცდილებად აქცია.

2023 წელს ელიტმა გაფართოება რეგიონის მასშტაბით დაიწყო, მისი მოღვაწეობა საქართველოს საზღვრებს გასცდა და ოპერირება აზერბაიჯანის ბაზარზე ელიტ ოპრიმალის სახელით განაგრძო. დღეს „ელიტ ოპტიმალი“ ქვეყნის მასშტაბით 30 ფილიალს აერთიანებს და რეგიონში ბრენდის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

2024 წელს ელიტი საზოგადოების წინაშე განახლებული ბრენდინგით წარდგა. რებრენდინგი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპსა და სტრატეგიულ ხედვას ასახავდა. სრული სახელიდან გაქრა სიტყვა „ელექტრონიქსი“ და ბრენდმა საქმიანობა „ელიტი“-ს სახელწოდებით განაგრძო; რაც მის გაფართოებულ მიმართულებებსა და მრავალპროფილურ კონცეფციას კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს.

ელიტი 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 15-დან 20 მაისის ჩათვლით, მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ დაბადების დღის კვირეულს ამზადებს. კამპანიის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკისა და ავეჯის შეძენა მასშტაბური ფასდაკლებით.

30 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ელიტი განსაკუთრებულ კვირეულს გთავაზობთ. 15-დან 20 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ტექნიკა და ავეჯი 50%-მდე ფასდაკლებით, ხოლო ყოველი 30-ე მომხმარებელი დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს. დაბადების დღის შეთავაზებებით სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც ელიტის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, ისე ონლაინ ee.ge-ზე.

ახალ ათწლეულში შებიჯება ელიტისთვის ახალი ეტაპისა და მასშტაბური ცვლილებების დასაწყისია. თუმცა კომპანიის მთავარი მიზანი კვლავ ბაზრის ლიდერობის შენარჩუნება, მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა იქნება. ელიტი უახლოეს მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას აპირებს, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ბრენდის ოფიციალურ გვერდზე განთვსდება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის