„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ - შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი აილენდის“ საპროექტო არეალში უკვე შექმნილი და ექსპლუატაციაში მიღებულია 48 ჰექტარი მიწის ტერიტორია, საიდანაც 28 ჰექტარი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პროექტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიან თანამშრომლობას მასშტაბური საინვესტიციო პროექტების აღსრულების მიმართულებით.

პროექტის განვითარების სწრაფი დინამიკა საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მობილიზების ყველაზე მასშტაბურ ლოკაციას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ოთხი ქართული კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტებში ხორციელდება 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. კუნძულის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები.

„ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, საკუთრების უფლების მინიჭება პროექტის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აძლიერებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ საქართველო მზად არის მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების პროექტების რეალიზებისთვის,“ - განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ფისკალურ და საინვესტიციო ეფექტს შექმნის. შეფასებების მიხედვით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შემოსავლების გენერირებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კვლევების თანახმად დასაქმდება 20 000- მდე მოქალაქე.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში