KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ბრენდი, KFC, საქართველოს ბაზარზე მიწოდების მოდელს ცვლის. დღეიდან KFC-ის გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ Glovo-ზე, მულტიკატეგორიული მიწოდების პლატფორმაზე, რომელიც ბრენდმა საქართველოში ერთადერთ პარტნიორად აირჩია. გადაწყვეტილება უკავშირდება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, მიწოდების ხარისხის ზრდასა და პროცესის გამარტივებას.

გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილება

რამდენიმე პლატფორმაზე პარალელურად მუშაობის ნაცვლად, KFC ირჩევს ერთ პარტნიორთან ახლო და სრულად ინტეგრირებულ თანამშრომლობას. ეს მოდელი მომხმარებლისთვის ნიშნავს უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად და ხარისხიან სერვისს. მსოფლიოში მსგავსი მიდგომა ხშირად გამოიყენება, როდესაც მთავარი პრიორიტეტი არის არა მიწოდების პლატფორმების რაოდენობა, არამედ მომსახურების ხარისხი. Glovo-სთვის ეს პარტნიორობა პლატფორმის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის კიდევ ერთი დასტურია.

რა იცვლება მომხმარებლისთვის

ახლა KFC-ის გამოძახება კიდევ უფრო კომფორტული ხდება. თანამშრომლობა მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს ყველა ეტაპზე — შეკვეთიდან მიწოდებამდე. მომხმარებლებს ელით:

  • უფრო სწრაფი მიწოდება Glovo-ს დაფარვის ზონებში
  • სისწრაფესთან ერთად, კიდევ უფრო ხარისხიანი და გემრიელი შეკვეთის მიღება
  • მენიუს განახლებები, რომლებიც პირველად Glovo-ზე გამოჩნდება
  • სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები მხოლოდ Glovo-ზე
  • მარტივი და კომფორტული შეკვეთის პროცესი

თამთა ქაქუჩაია, Glovo-ს პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: „KFC-თან პარტნიორობა ჩვენთვის გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილებაა. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც იქნება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული. როცა ყველაფერი ერთ პლატფორმაზე ერთიანდება, ბევრად მარტივია თითოეული ეტაპის გაუმჯობესება — შეკვეთიდან მიწოდებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა KFC-ის საყვარელი პროდუქტები სწრაფად, კომფორტულად და შეუფერხებლად მიიღონ.”

სანდრო დარსაველიძე, KFC-ის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი: „KFC-ის მომხმარებლებისთვის ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მიწოდების სერვისი მაქსიმალურად მიუახლოვდება იმავე გამოცდილებასა და ხარისხს, რასაც მომხმარებელი უშუალოდ რესტორანში იღებს. სერვისი გახდება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ხოლო ყველა სიახლე და შეთავაზება ერთ სივრცეში — Glovo-ზე გაერთიანდება, რათა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე კიდევ უფრო მიზანმიმართულად ვიზრუნოთ.

Glovo-ს შესახებ

Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/

KFC-ის შესახებ

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ქეი ეფ სი-ის რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჟამად წარმოდგენილია 20 რესტორნით ქვეყნის 6 ქალაქში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.kfc.com.ge/about-us

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის