გია ხუხაშვილი - პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომისკენ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს - თუ პარტიებს უნდათ, აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ

პოლიტიკური ლოგიკით, რა თქმა უნდა, 2026 წელს, შემოდგომისკენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს, - „ოცნებას“ სჭირდება არჩევნები, არა კეთილი ნების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა.

„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ძალის პოლიტიკა ესმის. „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა. ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ. თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ, რომ აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ უნდა აბაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს. მარტო პირობებს რომ აყენებენ ტელევიზორში, მეც დავჯდები და ჩამოვწერ ათ პირობას და დავაყენებ, მაგრამ პირობას რომ აყენებენ, შენ უნდა გქონდეს ინსტრუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო, თორემ აყენონ ეს პირობები და იყვნენ, მეორე მხარე დასცინებს, რასაც კობახიძე აკეთებს, მეტი არაფერი არ მოხდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება აქციების დროს დაკავებულების შეწყალების საკითხს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ილუზია და ყალბი იმედია“, რომ წმინდა სინოდის ან ახალი პატრიარქის თხოვნის საფუძველზე „ქართული ოცნება“ პატიმრებს შეიწყალებს.

„როგორი ილუზია გვაქვს ხოლმე, მუდმივ ყალბ იმედებში ვცხოვრობთ. სინოდის წევრების განცხადებები არავის არ აინტერესებს. სინოდის წევრები არ განსაზღვრავენ, ვის გამოუშვან და ვინ არა. ვიღაც რაღაცას იტყვის ქულების დასაწერად ან სახის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამით პროცესი წინ ვერ წავა, მეტი არაფერი არ იქნება. დღევანდელი პატრიარქის და ილია მეორის წონა შეადარეთ, ასჯერ უფრო ნაკლები წონა აქვს და ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ იმის მეათედი წონა შეიძინოს, რაც ილია მეორეს ჰქონდა. თუ ილია მეორის დროს ვერ მოხერხდა, ახლა რა ლოგიკით ვსაუბრობთ, ეს უფრო მოახერხებს ვიდრე ილია მეორე?

თუ მოინანიებენ, გამოუშვებენ, ამას არაფერი შუამდგომლობა არ უნდა, არც საპატრიარქო და არაფერი. ვინც მოინანიებს ისედაც ამოკრავენ წიხლს და გამოაგდებენ გარეთ, რად უნდათ ციხეში ეგეთი ადამიანი. ვინც მოინანიებს, ესე იგი გატყდა, უარი თქვა ბრძოლაზე, საშიში აღარ არის და გამოუშვებენ გარეთ. არ უნდა ამას არც საპატრიარქო და არც სინოდი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში