ფილარმონიიდან გამართული მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეუერთდნენ

ფილარმონიიდან გამართული მარშის მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეუერთდნენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ: ,,მიეცით წამალი ბავშვებს".

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახის წევრები უწყვეტ აქციას უკვე სამ კვირაზე მეტია მართავენ.

რაც შეეხება საპროტესტო მარშს, მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მარში მოაწყეს ლოზუნგით: "თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს".

მოგვიანებით ისინი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს შუერთდებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო