პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა.

პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა მოთხოვით, ასევე საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

მანამდე კი, ფილარმონიიდან ტრადიციული შაბათის მარშიც მოეწყო. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების დღევანდელი ლოზუნგი იყო: ,,თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს”.

ისინი მსვლელობით, სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზეც მივიდნენ. ისმოდა შეძახილები: “მიეცით წამალი ბავშვებს”.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილი ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო