რუსებმა დნიპროს დაარტყეს, დაშავდა 18 ადამიანი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დნიპროზე თავდასხმა კვირას საღამოდან დაიწყეს. თავდაპირველად, ქალაქს დრონებით შეუტიეს, მოგვიანებით კი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს