ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ბავშვის მამა „ტვ პირველთან“ აცხადებს, ახალშობილი კლინიკაში ვირუსით შეიყვანეს, თუმცა „დღეს ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული“.

„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, - განაცხადა ახალშობილის მამამ.

ამასთან, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, დაზიანება ბავშვს, სავარაუდოდ, კლინიკაში აქვს მიღებული.

„დაზიანება მიაღებინეს ამათ, თუმცა ოჯახს აბრალებენ. ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“, - აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.

აღსანიშნავია, რომ ჩვილი ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა