დონალდ ტრამპი - თუ ირანი მარცხს აღიარებს, „ფეიკ ნიუს“ მედია დაწერს, რომ ირანმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

თუ ირანი მარცხს აღიარებს, „ფეიკ ნიუს“ მედია დაწერს, რომ ირანმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ ირანი დანებდება და აღიარებს, რომ მისი სამხედრო-საზღვაო ძალები განადგურებულია და ზღვის ფსკერზეა, ხოლო საჰაერო ძალები აღარ არსებობს, და თუ მისი არმია თეირანიდან გამოვა, შეძახილებით - „ვნებდები, ვნებდები“, თან თეთრ დროშას ააფრიალებენ, და თუ მათი დარჩენილი ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ყველა საჭირო „კაპიტულაციის დოკუმენტს“ და აღიარებს მარცხს შესანიშნავი და უძლიერესი აშშ-ის წინაშე, წარუმატებელი New York Times-ი, The China Street Journal-ი (WSJ!), კორუმპირებული და არარელევანტური CNN-ი და „ფეიკ ნიუს“ მედიის სხვა წევრები სათაურებად დაწერენ, რომ ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ოსტატური და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, „Dumacrats (დემოკრატები) და მედია სრულად შეიშალა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია