Axios - თეთრ სახლში თვლიან, რომ ირანის ახალი წინადადება არადამაკმაყოფილებელია და ომის განახლების რისკს ქმნის

ირანის ახალი წინადადება არადამაკმაყოფილებელია და ომის განახლების რისკს ქმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს განცხადებით, ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ განახლებული წინადადება გადასცა, თუმცა თეთრ სახლში თვლიან, რომ წინადადება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვერსია არ არის.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიტუაციურ ოთახში ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლების საკითხის განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, თუ ირანი პოზიციას არ შეცვლის, მაშინ აშშ-ს მოლაპარაკებების გაგრძელება „ბომბების მეშვეობით“ მოუწევს.

ასევე, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ირანის ახალი წინადადება წინა პასუხთან შედარებით „უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია“, თუმცა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეჩერების ან გამდიდრებული ურანის აშშ-სთვის გადაცემის შესახებ კონკრეტულ ვალდებულებებს არ შეიცავს.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება“.

„ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია