მედია - რუსეთის ქალაქ იაროსლავლში სამრეწველო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში სამრეწველო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა ქალაქ იაროსლავლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

დრონებით თავდასხმა დაადასტურა იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ევრაევმაც.

„ჩვენს რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეჩერებულია“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე