ირაკლი კუპრაძე - მოვისმინეთ მარიამ ქვრივიშვილის რიცხვებში არეული განცხადება, რომ ანაკლიის პორტი თურმე გემებს 2032 წელს მიიღებს - ივანიშვილის და ანტიქართული „ოცნების“ განზრახვაა, კიდევ გააჭიანურონ და გადადონ ანაკლიის მშენებლობა

ჩვენ მოვისმინეთ გუშინ რიცხვებში არეული, არაკომპეტენტური განცხადება ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი თურმე გემებს მიიღებს 2032 წელს - ეს არის ივანიშვილის და ანტიქართული „ოცნების“ განზრახვა, რომ კიდევ გააჭიანურონ და გადადონ ანაკლიის მშენებლობა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ანაკლიაში პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტი არის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ვერ განხორციელდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში.

„ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიაში და ჩვენ მოვისმინეთ გუშინ რიცხვებში არეული, არაკომპეტენტური განცხადება ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი თურმე გემებს მიიღებს 2032 წელს. აქამდე ანტიქართულ „ოცნებას“ და ივანიშვილს გაცხადებული ჰქონდათ, რომ გემები უნდა მიეღო 2029 წელს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2016 წლიდან, რაც ჩავარდა სამშენებლო კაფსულა ანაკლიის პორტში, დაიწყო მშენებლობა, განხორციელდა ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია, გავიდა 10 წელი. 2019 წელს ივანიშვილის რეჟიმმა განაცხადა, რომ თურმე ევროპელ, დასავლელ და ამერიკელ ინვესტორებს არაფერი ესაქმებოდათ შავ ზღვაში და გააუქმა, მოკლა ანაკლიის პორტი. ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო ინვესტორების დევნა, მათ შორის ჩვენი თანამებრძოლების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრა გამოგონილი, თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, რითაც საბოლოოდ გამოჩნდა, რომ იტყუებიან ივანიშვილის წარმომადგენლები ყოველი მათი ეთერის დროს. პარალელურად, 10 წლის თავზე არაფერი ხორციელდება. მრავალგზის გადაავადეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა 3 წლით კიდევ გადაწია ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღება, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვეს და სულ რამდენიმე საათში ეკონომიკის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და დააბრალა ეკონომიკის მინისტრის არაკომპეტენტურობას და მექანიკურ შეცდომას. ჩვენ არ გვჯერა მათი მხრიდან შემთხვევითი წამოცდენების. ეს არის ივანიშვილის და ანტიქართული „ოცნების“ განზრახვა, რომ კიდევ გააჭიანურონ და გადადონ ანაკლიის მშენებლობა, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, სამეგრელოს გაბრწყინების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ვერ განხორციელდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოს მიანიჭონ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რეგიონში შეიქმნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, მაშინ როცა გადაიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი, გაჩნდა ახალი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ე.წ. ტრამპის გზა, რომელსაც სჭირდება გასასვლელი შავ ზღვაზე, ივანიშვილის ძალადობრივი ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკით უკლავს საქართველოს შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტი გახდეს ტრამპის გზის გაგრძელება და კარიბჭე დასავლეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს მმართველ რგოლს. ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი!“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა