გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია - ნახსენებიც არ ვარ, მტკიცებულებაც არ არის, საქმეში ყალბი ან ცრუ ჩვენებაც არ არის - დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე შეწყდება

ყველამ კარგად იცის, რომ საქმეში არაფერი არ დევს. პროცედურაა, სადაც თვეში ერთხელ უნდა ვიაროთ - ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია, რომელზეც სახელი და გვარი წერია და მედავებიან, რომ 15 წელი უნდა ჩამსვან ციხეში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, მათ შორის არ არის ყალბი ან ცრუ ჩვენებაც.

„ყველამ კარგად იცის, რომ საქმეში არაფერი არ დევს. პროცედურაა, სადაც თვეში ერთხელ უნდა ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მალე შეწყდება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პატიმარს თავისუფლებაზე ვიხილავთ და ეს უსამართლობა დასრულდება. ბრძოლა გრძელდება და მყარად და მხნედ ვართ.

ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია, რომელზეც სახელი და გვარი წერია და მედავებიან, რომ 15 წელი უნდა ჩამსვან ციხეში. განცხადებებიც არ არის ჩემი. როდესაც ბრალის დადგენილება ჩამბარდა, მაშინ ციხეში ვიყავი და ადვოკატს 1 კვირის განმავლობაში ვეკითხებოდი - რაიმე ხომ უნდა იდოს საქმეში მეთქი, ნახსენებიც არ ვარ, მტკიცებულებაც არ არის. საქმეში ყალბი ან ცრუ ჩვენებაც არ არის, ანუ ეს საქმე არის ცარიელი ფურცელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი