გიორგი კონდახიშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ამას არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, ეს არის კლასიკური მაგალითი სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ დევნის ინსტრუმენტად გამოყენებისათვის

ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, ეს არის კლასიკური მაგალითი სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ დევნის ინსტრუმენტად გამოყენებისათვის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს ნიკა მელიას საჯარო გამოსვლებისა და რამდენიმე პოლიციელის გარდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ნიკა მელია მონაწილეობას იღებდა აქციაში.

„კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია, რომ აღნიშნული საქმის განხილვა თავისი შინაარსით არის უპრეცედენტო, იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად სრულიად ოპოზიციური სპექტრის გასამართლება ხდება საბოტაჟის მუხლით და ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ პოლიტიკოსები, თავიანთი საჯარო განცხადებების გამო საბოტაჟის მუხლით არიან გასამართლებულები.

ასევე, მოკლე მიმოხილვა გავაკეთეთ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და პირადად ნიკა მელიასთან მიმართებით, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, გარდა მისი საჯარო გამოსვლებისა და ორიოდე პოლიციელის ჩვენებისა, რომელიც ადასტურებს მარტივ რაიმეს, რომ ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი მონაწილეობას იღებდა რუსთაველზე გამართულ აქციაში.

მთელი ეს ბრალდება ეყრდნობა იმას, რომ თითქოსდა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები და მათი მონაწილეობა კონსტიტუციით გარანტირებულ პროტესტში, გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც არის საბოტაჟი, ანუ ქვეყნის დასუსტების მცდელობა, ეს რა თქმა უნდა, არის აბსურდი, ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, ეს არის კლასიკური მაგალითია სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ დევნის ინსტრუმენტად გამოყენებისათვის“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის