ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - შეერთებულ შტატებთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ნებისმიერი თავდასხმისთვის მზად ვართ

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისლამური რესპუბლიკა ნებისმიერი თავდასხმისთვის მზადაა, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ომის ალბათობა, მტრის სისუსტის გამო, დაბალია - შეიარაღებული ძალები სავსე მჭიდებით არიან ჩასაფრებულები“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელის მოადგილემ მოჰამედ აკბარზადემ.

შეგახსენებთ, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-მა ჰორმოზგანის რეგიონში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განხორციელებული დარტყმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და თეირანი ამას უპასუხებს. მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირწმუნება, რომ დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს