ადვოკატი - ნაწამები და მსხვერპლი ადამიანი დაკავებულია პოლიციელზე ძალადობის მუხლით, რაც არის ცინიკური და გაუგონარი ამბავი - უნდა დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელმაც წამებაში მიიღო მონაწილეობა

დაკავებულია პოლიციელზე ძალადობის მუხლით, რაც არის სრული ცინიკური და გაუგონარი ამბავი, რადგან ნაწამები და მსხვერპლი ადამიანია დაკავებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს.

ადვოკატის განცხადებით, 353-ე მუხლი წამების მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს და უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელმაც „წამებაში მიიღო მონაწილეობა“.

„ჩემთვის როგორც ცნობილია, დაკავებულია პოლიციელზე ძალადობის მუხლით, 353-ე მუხლით, რაც არის სრული ცინიკური და გაუგონარი ამბავი, რადგან ნაწამები და მსხვერპლი ადამიანი დაკავებულია და გადაყვანილია იზოლატორში, რომელსაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კადრებში ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ათამდე და შეიძლება უფრო მეტი პოლიციელიც, მას როგორ უსწორდებოდა. ეს არის პირდაპირი წამება. პროკურატურამ დაიწყო არასწორი მუხლით და უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და უნდა დაიწყოს აუცილებლად წამების მუხლით. რაც ყველაზე ცინიკურია, როდესაც ჩამოჰყავდათ დაკავებული, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელმაც განახორციელა მისი ბადრაგირება, ჩემთვის როგორც ცნობილია, ის მონაწილეობდა წამებაში.

ახლა მიმდინარეობს იზოლატორში შესახლება, მე ველოდები და პირველივე შესაძლებლობისთანავე შევალ. აუცილებლად უნდა მომხდარიყო ყველა დაზიანების აღწერა, ყველა ადამიანი უნდა იყოს დასჯილი. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ გადაკვალიფიცირდეს წამების მუხლით, გათავისუფლდეს ნაწამები, დაზარალებული ადამიანი და დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელმაც წამებაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია