Axios - აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დოკუმენტს დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობა სჭირდება

აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დოკუმენტს დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობა სჭირდება, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

თუმცა, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეთანხმებაზე საბოლოო თანხმობა ჯერ არ გაუცია.

გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპს შეთანხმების დეტალების შესახებ აცნობეს, თუმცა დონალდ ტრამპს დოკუმენტი ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.

„პრეზიდენტმა შუამავლებს აცნობა, რომ ამის შესახებ ფიქრისთვის რამდენიმე დღე სჭირდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე