მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი - ექვსმა პოლიციელმა იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული, ათრიეს გრუნტოვან მიწაზე - მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ

შელაპარაკების გამო, ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული… რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე? - ამის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული განმარტება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ექვსივე ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.

“იქ სხვა მოწმეები არ იყვნენ, მოწმეები პოლიციელები არიან… ბრალდება ვარაუდობს, რომ ჩვენებების შეთანხმების რისკიცააო..

როცა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზეა საუბარი, კანონში ანალოგიური დანაშაულის ჩადენა არ წერია. ახალი დანაშაულია მოწმეებზე ზემოქმედებაც.

ათრიეს [პაპუნა ლოცულაშვილი] გრუნტოვან მიწაზე - რა დაზიანებებია, ჯერ არ ვიცით, მონაცემები არაა წარმოდგენილი. რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე, სასჯელის სახიდან გამომდინარე?

ასაკზე ვსაუბრობთ, 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია, მათ ევალებოდათ, მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ.

პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებულია უდავოდ.

ექვსივე ბრალდებულის მიმართ იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე მხოლოდ პატიმრობაა”, - განაცხადა დადეშქელიანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს