საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School Madrid-ში სწავლით დაინტერესებულ პირებისთვის, საქართველოს ბანკი 3 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4oc1A1H
შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესახებ.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება, სპიკერი კი Miami Ad School Madrid-ის პროგრამის კოორდინატორი, პაულა კაბანილასი იქნება, რომელსაც მონაწილეები პირდაპირ დაუსვამენ კითხვებს პროგრამისა და სწავლის პროცესის შესახებ.
ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ Miami Ad School Madrid-ში 1-წლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით და გადადგან პირველი ნაბიჯები საერთაშორისო შემოქმედებით ინდუსტრიაში.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 8 ივნისს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
(R)