ბინები პირველადი შენატანის გარეშე - დეველოპერული კომპანია „ქრონომეტრი’’ ახალ კამპანიას იწყებს

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბინების შეძენის პირობები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დეველოპერული კომპანია ,,ქრონომეტრი’’, რომლის გაყიდვებსა და მარკეტინგულ სტრატეგიასაც უძრავი ქონების სააგენტო GREA ხელმძღვანელობს, ახალ კამპანიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ მშენებარე ბინები თბილისში 0%-იანი პირველადი შენატანით, რაც დანაზოგის გარეშე უძრავი ქონების შეძენის რეალურ შანსს ქმნის.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნას პასუხობს. ხშირ შემთხვევაში, პოტენციური მყიდველისთვის მთავარ დაბრკოლებას სწორედ სოლიდური პირველადი შენატანის მობილიზება წარმოადგენს. „ქრონომეტრის’’ ახალი აქციის ფარგლებში კი ეს ფინანსური წნეხი სრულად იხსნება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კაპიტალის დაგროვების გარეშე, დღესვე გახდეს ბიზნესკლასის საცხოვრებელი ფართის მფლობელი.

რას გულისხმობსქრონომეტრის’’ სპეციალური შეთავაზება?

ის ფაქტი, რომ ,,ქრონომეტრის’’ კომპლექსში მშენებარე ბინები განვადებით ახლა უკვე პირველადი შენატანის გარეშეა ხელმისაწვდომი, ნიშნავს, რომ გარიგების დადების მომენტში მყიდველს დიდი მოცულობის თანხის წინასწარ გადახდა არ მოეთხოვება - ბინის სრული ღირებულება თანაბრად ნაწილდება გრძელვადიან გრაფიკზე.

აღნიშნული მიდგომა ფინანსების მართვას ბევრად უფრო პროგნოზირებადს და რეალისტურს ხდის. პირობა, რომელსაც დეველოპერული კომპანია „ქრონომეტრი’’ სთავაზობს ბაზარს, მიზნად ისახავს უძრავი ქონების შეძენის პროცესის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ამჟამად ბინის ქირას იხდის - ყოველთვიური შენატანის მოცულობა პრაქტიკულად ქირის გადასახადს უტოლდება.

ვისთვისაა შექმნილი 0%-იანი პირველადი შენატანის მოდელი?

ტრადიციულ სქემებში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 20-30%-ს შეადგენს, რაც ათიათასობით ლარის წინასწარ მოგროვების აუცილებლობას ქმნის. სწორედ ეს ფინანსური დაბრკოლებაა დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ბევრი პოტენციური მყიდველი გადაწყვეტილების მიღებას წლობით აყოვნებს.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული აქცია იდეალური გამოსავალია მათთვის, ვინც:

  • გეგმავს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას და სურს დანაზოგის გარეშე შეიძინოს პირველი ბინა;
  • ეძებს საინვესტიციო შესაძლებლობებს და სურს მინიმალური საწყისი ხარჯით იპოვოს მზარდი აქტივი;
  • სტაბილური შემოსავლის პირობებში უპირატესობას ანიჭებს თანხის ეტაპობრივ განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ 0%-იანი პირველადი შენატანის პირობა ბაზარზე არცთუ ხშირი მოვლენაა და კომპანია მას მყიდველებს შეზღუდული პერიოდის განმავლობაში სთავაზობს. თავის მხრივ, კამპანიის მოკლევადიანი ხასიათი დამატებით ღირებულებასაც სძენს შეთავაზებას - ეს არის რეალური შანსი მათთვის, ვინც ბიზნესკლასის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებას დიდი ხანია გეგმავს. 0%-იანი პირველადი შენატანი ამ შემთხვევაში ის გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც აქამდე არსებულ ფინანსურ ბარიერებს ხსნის.

როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით?

„ქრონომეტრის’’ სპეციალური პირობა უკვე ძალაშია, თუმცა მისი ვადები შეზღუდულია. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, მიმართოთ ,,ქრონომეტრის’’ გაყიდვების ოფისს, სადაც ექსპერტები დეტალურად გაგაცნობენ პროექტის უპირატესობებს და დაგეხმარებიან თქვენთვის ხელსაყრელი გადახდის გრაფიკის შედგენაში. 0%-იანი პირველადი შენატანის კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უძრავი ქონების შეძენა თბილისში, სწორად შერჩეული პარტნიორების პირობებში, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია