პიტ ჰეგსეთი - ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს და ვიპოვით გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია

ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს და ვიპოვით გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„სადაც უკრაინის დახმარება შეგვიძლია, ჩვენ ვეხმარებით. სადაც შეგვიძლია, რომ ევროპას მეტის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ, ამას ვაკეთებთ. თუ დახარჯული თანხების ოდენობას დააკვირდებით, ნახავთ, რომ ევროპამ თავისი ძალისხმევა გააძლიერა და უკრაინა ამ პროცესში ისევე ეფექტურია, თუ უფრო მეტად არა“, - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

ასევე, ჰეგსეთის თქმით, აშშ დრონების განვითარებაში დიდ ინვესტიციას დებს და უკრაინისგან ბევრს სწავლობს.

„პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში 56 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან. ძალიან ბევრს ვსწავლობთ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ თანაბარ დონეზე ვიყოთ, არამედ ამ მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოები გავხდეთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში