დონალდ ტრამპი - ერთადერთი გარანტია, რაც უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება, ირანელები ამაზე დათანხმდნენ - არსად მეჩქარება, აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გვინდა და თუ ვერ მივიღებთ, სხვანაირად დავასრულებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანისგან მიიღო გარანტიები, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან.

Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ნებისმიერი შეთანხმების პრიორიტეტებს შორისაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შეჩერება და ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.

„ერთადერთი გარანტია, რაც მე უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. ისინი ამაზე დათანხმდნენ და ეს ძალიან საინტერესო იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან შეთანხმების დადებას არ ჩქარობს და რომ შეერთებული შტატები მიიღებს იმას, რაც სურს.

„არსად მეჩქარება. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გვინდა და თუ ვერ მივიღებთ, სხვანაირად დავასრულებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში