ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ გერმანიიდან IRIS-T-ის გამშვები დანადგარი მიიღო

უკრაინამ გერმანიიდან IRIS-T-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარი მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კვირაში რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ 2 300 თავდასხმის დრონი, 1 560 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 108 რაკეტა გაუშვა. ყველა ეს დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ - საცხოვრებელი შენობებისა და ენერგეტიკული ობიექტებისკენ იყო მიმართული.

„ყოველდღიურად ვმუშაობთ რუსული ტერორიზმისგან დაცვის გასაძლიერებლად. გუშინ მივიღეთ ახალი IRIS-T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარი. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანების დაცვაში მისი მუდმივი წვლილისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები სჭირდება, რათა საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში