ვოლოდიმირ ზელენსკი - სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, ბალტიის ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ, საჭიროა გზების გამონახვა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა

ის, რასაც რუსეთი ახლა სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში მხოლოდ სომხეთს არ ეხება, ამიტომ ყველამ მეტი უნდა იფიქროს უსაფრთხოებაზე და მხარი დაუჭიროს სომხეთს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა სომხეთს გაცილებით ღიად ემუქრება, ვიდრე ადრე.

„რუსეთის ყველა მეზობელმა გაიგონა სომხეთის შესახებ ნათქვამი, რომლის მოსახლეობაც ერთადერთია, ვისაც აქვს უფლება და თავად აირჩევს თავისი ქვეყნის მომავალს. ის, რასაც რუსეთი სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში მხოლოდ სომხეთს არ ეხება. ყველამ მეტი უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებაზე და გადავდგათ მეტი ერთობლივი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური პარტნიორობა ფუნქციონირებდეს და რომ გვქონდეს თანამედროვე თავდაცვის წარმოება, თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობები და რაც შეიძლება ფართო და დივერსიფიცირებული ეკონომიკური კავშირები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროპის პოზიცია - და განსაკუთრებით ევროკავშირის - პრინციპული, მტკიცე და დროული იქნება.

„არავინ არ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არ აქვს უფლება დაკარგოს რომელიმე ერი, ხელიდან გაუშვას რომელიმე ქვეყანა. სომხეთს მხარდაჭერა სჭირდება. მოლდოვას მხარდაჭერა სჭირდება. ბალტიის ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ. აზერბაიჯანს მხარდაჭერა სჭირდება. საჭიროა გზების გამონახვა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში