მედია - ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, საფრანგეთში გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 219 ადამიანი დაშავდა, პოლიციამ 780 პირი დააკავა

საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც „პარი სენ-ჟერმენმა“ (პსჟ) ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალი“ დაამარცხა, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 219 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ დაშავებულებიდან რვა მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ძალადობის გამო 780 ადამიანი დააკავეს.

ამასთან, პარიზის წრიულ გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ, რომლის გადაკეტვაც ღამით აქციის მონაწილეებმა სცადეს, ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

დედაქალაქ პარიზში არეულობის შესაჩერებლად ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აფეთქებენ პიროტექნიკას, ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინას და წვავენ ელექტროველოსიპედებს.

ასევე, ცნობილია, რომ დღეს ფეხბურთელები გამარჯვების აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. აღლუმი მოიცავს ეიფელის კოშკის გვერდით მდებარე მარსის ველის პარკის დათვალიერებას და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამართულ მიღებას.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში